აძვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აძვის წმინდა გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილზე „წმინდა მუხის“ ტყეში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. წყობაში შერეულია ბრტყელი აგურიც. კარის წირთხლები და შენობის კუთხეები ამოყვანილია შირიმის კვადრებით. ეკლესიას სამხრეთით თაღოვანი კარი აქვს. საკურთხევლის აფსიდი თითქმის სწორკუთხაა (მომრგვალებული აქვს მხოლოდ კუთხეები). საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში პატარა ოთხკუთხა ნიშია, სამხრეთით - ასეთივე ფორმის სარკმელი (სავარაუდოა, რომ თავდაპირველად აქ ნიში იყო). აფსიდის ღერძზე, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა. აფსიდის კონქი, სატრიუმფო თაღი და დარბაზის კამარა არაწესიერი ფორმისაა. ეკლესიას სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ვიწრო სარკმელი აქვს. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა. სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადების კედლების შუა არეში ჰორიზონტალურად ჩასმულია ფიქალის გრძელი ფილები, რომლებიც აღიქმება თავისებურ დეკორატიულ აქცენტებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]