კიკილაანთ ეკლესია
იერსახე
კიკილაანთ ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ნახევარი კილომეტრის მოშორებით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ, ოდნავ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. გადახურვა არ არის შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 89.