ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კუთხეები შირიმის ქვისაა. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომელიც შიგნიდან შეისრული ფორმისაა. გარედან - სწორკუთხაა. სარკმლის ქვემოთ, კედელთან, მიდგმულია რიყის ქვით ნაწყობი სატრაპეზო. აფსიდის გვერდებზე თითო ღრმა, სწორკუთხა, ფიცრით გადახურული ნიშია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესიის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ კედლის სარკმელი დაბალი და განიერია, შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.