კარბის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
კარბის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,3 X 4,8 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შემორჩენილია თითქმის პირვანდელი სახით. შესასვლელი სამხრეთითაა. სწორკუთხა საკურთხეველში, შუაში, ერთი სარკმელია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - მცირე ზომის სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთით უფრო დიდი თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთ კედელთან კუთხეში, ტრომპისმაგვარი კონსტრუქციაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, ნალისებრი დეკორატიული თაღია, რომელსაც ქვის რელიეფური ჯვარი ადგას. სახურავი კრამიტისაა, ორფერდა. სახურავზე, დასავლეთით, აგურის მცირე ოთხსვეტიანი სამრეკლო ადგას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 75.