ბერშუეთის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერშუეთის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (17,6 X 13,2 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ორივე მხრიდან გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთ და დასავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებსაც ემყარება კამარის საბჯენი თაღი. გარდა ამისა, კამარა ემყარება დასავლეთ კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაბჯენილ სატრიუმფო თაღებსაც. ფასადები და ინტერიერი შელესილია. ფასადებს შემოვლებული აქვს კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი, დაკბილული ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.