აგიას საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგიას საყდარი — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მოშორებით. ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აგიას საყდარი დარბაზულია (6,8 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. ჩამოცვენილია შენობის ინტერიერის შელესილობა. ორივე მხრიდან გადახურულია არქიტრავით. შესასვლელი აქვს დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში. ნახევარწრიულ ფსიდში თაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება გრძივ კედლებს, დასავლეთის კედლის მიმდებარე პილასტერებზე დაყრდნობილ თაღსა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ეკლესიის სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში მიდგმულია რიყის ქვით ნაშენი, დასავლეთის მხრიდან გახსნილი, ოთკუთხა სანათლავი ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]