დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერის თანახმად ეკლესია 1851 წელს აუშენებია ივანე ზაქარიას ძე ხახუტაშვილს.

ეკლესია დარბაზულია (12 X 7 მ), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელები აქვს სამხრეთით და დასავლეთით. თითო სწორკუთხა სარკმელია ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. შენობის გრძივ კედლებზე თაროსებრკაპიტელებიანი პილასტრებია. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღები გადადის. აგურის ჯვაროვანი კამარა თაღებს ეყრდნობა. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა. ეკლესიის შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაზე დასავლეთით მიშენებული იყო კვადრატული სამრეკლო (შემორჩენილია ორი სვეტი). თითქმის დანგრეულია სამხრეთის კარიბჭეც. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სამეურნეო დანიშნულების შენობებია მიდგმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]