ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია
იერსახე
ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო რიეთის ქვემოთ, სკრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე. ე.თაყაიშვილის ცნობით, ეკლესიის დასავლეთ ფასადიდან ჩამოვარდნილი ქვის (დაკარგულია) მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია კტიტორი შალიკაშვილი. ამ ცნობის საფუძველზე ნაგებობა XVIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია (8,65 X 7,75 მ), ნაგებია აგურით. შენობა 1920 წლის მიწისძვრის დროს ძლიერ დაზიანდა. შემორჩენილია ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთ კედლების ქვედა ნაწილები და აფსიდი. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. შეისრული ფორმის სარკმელი მხოლოდ საკურთხეველშია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქარუმიძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 115.