დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის განაპირას, აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5 X 3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. შესასვლელი სამხრეთის კედელშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ცენტრში მთლიანი შირიმის ქვისაგან გამოკვეთილი ჯვარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]