ერგნეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერგნეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, სამხრეთით აქვს მინაშენი. გადაკეთებულია და აღდგენილი არაერთხელ. იაღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა ცენტრში მაღალი, თაღოვანი სარკმელით, რომლის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშაა, სამხრეთით – პატარა და სწორკუთხა. კონქი და კამარა ქართული აგურითსაა ნაგები. გრძივი კედლების ცენტრებში თლილი ქვის პილასტრებია, რომელთა კაპიტელები და თაღიც ასევე ქართული აგურისაა.

სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მაღალი, სწორკუთხა ნიშაა, მის ზემოთ განიერი, სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში. შესასვლელის არქიტრავს სამი ლილვისაგან შედგენილი მარტივი ორნამენტი აქვს. სამხრეთი მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში კედელში ჩატანებულია ძველი ეკლესიისაგან შემორჩენილი კაპიტელი. ფასადები ნარევი მასალითაა ნაშენი. ეკლესია კრამიტითაა დახურული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 453