ქვახვრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ქვახვრელი
Kvakhvreli village.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°57′26″ ჩ. გ. 44°12′44″ ა. გ. / 41.95722° ჩ. გ. 44.21222° ა. გ. / 41.95722; 44.21222
ცენტრის სიმაღლე 550
მოსახლეობა 2 091[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99%)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვახვრელი — საქართველო
ქვახვრელი
ქვახვრელი — შიდა ქართლი
ქვახვრელი

ქვახვრელისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ავკვეთი, ველები, უფლისციხე).[1] ზღვის დონიდან 550 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი. სოფლის აღმოსავლეთით მდებარეობს ადრინდელი ფეოდალური ხანის გამოქვაბულების კომპლექსი.[3]

სოფელი ქვახვრელი წყაროებში პირველად იხსენიება 975 წლისთვის, ქართლის ერისთავ იოანე მარუშის ძის მიერ დავით კურაპალატისათვის უფლისციხის გადაცემასთან დაკავშირებით. 1064 წ. ბაგრატ IV-ის (1027-1072) ბრძანებით შეიპყრეს კვირიკე სომეხთა მეფე და მისი ძმა სუმბატი. როდესაც ამის შესახებ ბაგრატს შეატყობინეს, იგი ქვახვრელში გადასულა. ტყვეები მეფისათვის კლდეკართან მოუგვრიათ. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს (1478-1505) ზაზა ფანასკერტელისა და მისი შვილებისათვის უბოძებია ქვახვრელი, უფლისციხე და კარალეთი თავისი მამულებით. ქვახვრელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.[4]

1978 წ. ქვახვრელის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების (დირჰემების) განძი, რომლიდანაც 10 მონეტა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა. დანარჩენი მონეტები დაიკარგა. 1027 წ. მოჭრილი მონეტები ეკუთვნოდა თბილისის ამირა ალი იბნ ჯაფარს.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 091 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2 374 1 124 1 250
2014[1] Decrease2.svg 2 091 1 012 1 079

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ. 1990 წ., გვ. 113
  4. 4.0 4.1 ქვახვრელი — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]