კლიკის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კლიკის ჯვარიVII-VIII საუკუნეების მიჯნის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5 X 10 მ). მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. მღებრიანის დასავლეთით 1 კმ-ზე, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს. ნაგებობა შედგება ერთ მწკრივად განლაგებული და ერთმანეთთან შესასვლელებით დაკავშირებული 3 ეკლესიისაგან. შუა ეკლესია დიდია, გვერდის ეკლესიები კი უფრო დაბალი. სამივე ეკლესიის საკურთხეველი გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია შირიმის ქვით. როგორც შიგნით, ისე გარედან მოკლებულია მნორთულობას. მთავარი ეკლესიის ინტერიერში გრძივი კედლები 2 არათანაბარ ნაწილად იყოფა პილასტრებით, რომელთა წინა საფეხურებს ეყრდონა კამარის საბჯენი თაღი, ხოლო მომდევნო საფეხურზე კედლის თაღებია გადაყვანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 556, თბ., 1980
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.