საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის სამხრეთით ერთი კილომეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,9 X 5,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კარი აქვს სამხრეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.