გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია (გორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სამხრეთით მდინარე სკრის ხეობის ბოლოში, გორაკზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

1920 წლის მოწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა. შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები. ეკლესია დარბაზულია (10,85 X 8,5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმელი - აღმოსავლეთით, საკურთხეველში. შენობის კამაროვანი გადახურვა აგურისაა. ეკლესიის გარშემო გალავნისა და შენობების ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.