ქიწნისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქიწნისის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის განაპირას, სამხრეთ დასავლეთით სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (11,2 X 6,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. არაღრმა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის მარცხნივ სწორკუთხა ნიშია. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა აგურის კამარის საბჯენი თაღი. გრძივი კედლები დეკორატიული თაღებით არის დამუშავებული. ჩრდილოეთის კედელში მცირე სწორკუთხა ნიშია. შენობა გარედან და შიგნიდან შელესილია. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ლავგარდანი, სახურავი ორფერდაა, გადახურულია თუნუქით. დასავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია ექვსი სწორკუთხა თაღით გახსნილი, აგურის წრიული სამრეკლო. მას კონუსური სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.