ტირძნისის სამების ეკლესია
იერსახე
ტირძნისის სამების ეკლესია ― ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, დგას სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით.
აშენებულია 1892 წელს. ეკლესია დარბაზულია (8,6 X 5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ტუფის ქვისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე სარკმელია. თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედელშიც არის. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი დასავლეთ კედლისა და გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ფრონტონის წვერზე დგას ეკლესიის ქვაში გამოკვეთილი მაკეტი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.