ზემო ქსოვრისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ქსოვრისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქსოვრისიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, სკრის ხეობისა და ნალიანის ხევის შესართავთან. დაუთარიღებელია.

ეკლესია დარბაზულია (12,5 X 5,75 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. დარბაზს აღმოსავლეთით ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდში ერთი სარკმელია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრების კაპიტელები კარგად არის დამუშავებული. შენობა შიგნით შელესილია. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის სათავსი, რომელშიც მოხვედრა ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი კამარით შეიძლება. სათავსის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. მოგვიანებით ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მოუშენებიათ სათავსი (დანგრეულია). ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ამ მონაშენისა და დარბაზის დამაკავშირებელი კარი ამოშენებულია. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობების და გალავნის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.