ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (11,8 X 6,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. გამოყენებულია შირიმიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ცენტრში (გაუქმებულია). ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის კედელს, ქვემოთ, ქვის განიერი საფეხური გასდევს. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის იატაკიდან ამაღლებულია ერთი საფეხურით. აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია (ჩრდილოეთ სათავსი ამოქოლილია). დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთ კედელთან და აფსიდის მხართან ორსაფეხურიანი კუთხის პილასტრებია. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.