ბერშუეთის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერშუეთის სამების ეკლესიაშუა საუკუნეების ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის ჩრდილოეთით 2 კილომეტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ეკლესიის არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთ კედელშია. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე კაპიტელებიანი წყვილი პილასტრია. შენობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიშენებულია კარიბჭე. მის სამხრეთ კედელში კარია, დასავლეთისაში - თახჩა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე შემორჩენილია შირიმის ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.