ატენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატენის ეკლესია

ატენი — ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის სოფლის საკრებულოს ტერიტორიაზე.

ქალაქი აშენდა მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით XI საუკუნის შუაწლებში. ატენსა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის და ვერეს ციხეები, დეკციხე და სხვა. XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწეყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII საუკუნისათვის დაკნინდა და სოფლად იქცა.

1806 წელს დაპყრობილი და განადგურებული იყო ლეკების მიერ. მოსახლეობა დაბრუნდა 1821 წელს[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ატენი&oldid=3080741“-დან