ღვინიანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვინიანთ საყდარი — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან აღმოსავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, ღვინიანთეულებში. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,8 X 7,7 მ.), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ნახევრად დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. თითო სარკმელი ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.