ხელთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,8 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით თაღოვანი სარკმლები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთის კედლის პილასტერებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ნაგებობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.