ქიწნისის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიწნისის სამების ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის ცენტრში. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 5,9 მ) , ნაგებია რიყის ქვით და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელია, თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლების წყვილ პილასტრს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე გამოსახულია დიდი ჩაღრმავებული ჯვარი. შენობა შიგნით და გარეთ შელესილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.