ტირძნისის დედაღვთისას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტირძნისის დედაღვთისას ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის განაპირას ჩრდილო-აღმოსავლეთით, დემურაანთ უბანში, სასაფლაოზე. აშენებულია 1872 წელს.

ეკლესია დარბაზულია (9,3 X 5,9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. დაზიანებულია ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე განიერი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია. სარკმლები შიგნიდან თაღოვანია, გარედან შეისრულთაღიანი და ტიმპანიანი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადის ფრონტონის ქვეშ ჩაღრმავებული ჯვარია, რომლის ქვემოთ ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე სამი ჯვარი სიმეტრიულად განლაგებულია სამხრეთ ფასადზეც. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]