დიცი
სოფელი | |
---|---|
დიცი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | დიცი |
კოორდინატები | 42°12′37″ ჩ. გ. 44°01′52″ ა. გ. / 42.21028° ჩ. გ. 44.03111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1072[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,0 % ოსები 0,5 % რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დიცი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არბო, ქორდი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 880 მეტრი, გორიდან 31 კილომეტრი. სოფელში დგას დიცის ღვთისმშობლის ეკლესია.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1905 წლის 14 მარტს, სოფელში მოხდა გლეხთა მღელვარება. გლეხებმა დაარბიეს სოფლის კანცელარია, გაანადგურეს იქ დაცული საბუთები. 1921-1922 წლებში დიცის თემში შედიოდა სოფლები ვანათი, აწრისხევი, საცხენეთი, ხოშური, ხადურიანთკარი. დიცის თემი შედიოდა გორის მაზრის ცხინვალის რაიონში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1072 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1258 | 635 | 623 |
2014[1] | ![]() |
539 | 533 |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 65.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 592.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II