გარდატენის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარდატნის წმინდა ნინოს ეკლესია

გარდატენის წმინდა ნინოს ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის მახაანთ უბანში, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,65 X 5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით (წყობა ირეგულარულია). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებითა და ქვის კანკელით. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელთან, ქვით ნაწყობი სატრაპეზო დგას. სარკმლის ორივე მხარეს მცირე სწორკუთხა ნიშებია. ეკლესიის სამხრეთ კედელში კიდევ ერთი სარკმელია, რომელიც ორივე მხრიდან დახურულია ბრტყელი ქვის ფილით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.