კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირბალის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ცენტრში. თარიღდება XVIII–XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია შირიმის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი დიდი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულია მარმარილოს წარწერიანი ფილა (წარწერა წაშლილია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.