შინაარსზე გადასვლა

დიდი ხურვალეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ხურვალეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხურვალეთის ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,5 X 5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. სამხრეთითა და დასავლეთით შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელებია. აღმოსავლეთით, ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში, ერთი თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. აფსიდის გვერდებზე, კედელში, მცირე ზომის სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებიც კარით უკავშირდება აფსიდს. ორივე სადგომს აღმოსავლეთით თითო მცირე სარკმელი აქვს. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. სარკმლები თაღოვანია და გარეთკენ ვიწროვდება. გრძივ კედლებზე წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები. პილასტრები დასრულებულია კაპიტელებით. თაღები შირიმის ქვისაა. ეკლესიას შირიმის ქვის თაროსებრი ლავგარდანი და ლორფინის ორფერდა სახურავი აქვს. სარკმლების საპირეც შირიმის ქვისაა. ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმულია სწორკუთხა კარიბჭე, რომლისაგანაც შემორჩენილია წყობის ქვედა რიგები. კარიბჭეს კარი დასავლეთით ჰქონდა.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.