დიდი ხურვალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი ხურვალეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხურვალეთის ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე, ადგილ ძუკათაში, მდინარე ხურვალეთის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,8 X 5,9 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. პილასტრები, კარისა და სარკმლების საპირეები ამოყვანილია შირიმის ქვით. შესასვლელები სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ოთხკუთხა ნიში. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, მთელ სიგრძეზე მიდგმულია სწორკუთხა სათავსი (10,8 X 3,3 მ), რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. აფსიდში თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ზუსტად იმავე ზომის სათავსია მიშენებული ეკლესიის სამხრეთ კედელზე. მას კარი სამხრეთით აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.