შინაარსზე გადასვლა

ბერბუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბერბუკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ბერბუკი
კოორდინატები 42°00′47″ ჩ. გ. 44°07′35″ ა. გ. / 42.01306° ჩ. გ. 44.12639° ა. გ. / 42.01306; 44.12639
ცენტრის სიმაღლე 640
მოსახლეობა 873[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,3 %
ოსები 1,5 %
სომხები 1,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბერბუკი — საქართველო
ბერბუკი
ბერბუკი — შიდა ქართლი
ბერბუკი
ბერბუკი — გორის მუნიციპალიტეტი
ბერბუკი

ბერბუკისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე. მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირას. ბერბუკის თემის ცენტრი (სოფლები: ბერბუკი, ზემო რეხა, თორტიზა, სვენეთი, ქვემო რეხა, ხელთუბანი). ზღვის დონიდან 640 მეტრი, გორიდან 4 კილომეტრი.

ბერბუკი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, „დასტურლამალი“, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“, XVI და XVIII საუკუნეების ისტორიული საბუთები, იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“. ცნობილია, რომ 1735 წელს ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყებულ ქართლელებს გივი ამილახვარის სარდლობით ბერბუკიდან შეუტევიათ გორის ციხეში გამაგრებული ოსმალებისათვის და გაუმარჯვიათ. წყაროებში „ბერბუქის“ ფორმითაც გვხვდება. იოჰან გიულდენშტედტს მოხსენიებული აქვს ბერბუკის ციხე.[2]

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში დაასახლეს ცხინვალის რეგიონიდან (თამარაშენი, აჩაბეთი, დისევი და სხვ.) იძულებით გადაადგილებული პირები.[3] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 873 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 864 404 460
2014[1] 873 421 452
ჰავის მონაცემები — ბერბუკი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 3.4 5 9.6 16.2 21.5 24.9 27.4 27.4 23.2 17.5 10.4 5.3 16.0
საშუალო დღიური °C −1.1 0.3 4.5 10.1 15.2 18.7 21.3 21.2 17 11.6 5.7 1 10.5
საშუალო დაბალი °C −5.5 −4.3 −0.5 4 9 12.5 15.3 15.1 10.8 5.8 1 −3.3 5.0
საშუალო ნალექი (მმ) 36 35 37 55 78 75 56 50 46 56 53 43 620
წყარო: climate-data.org[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გორის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი — გ. მინდიაშვილი) დაზვერვებისას ბერბუკთან მიაკვლია ყორღანულ სამარხს, რომლის ახლოს აღმოჩნდა ელინისტური ხანის ნამოსახლარი.[2]

ბერბუკის მიდამოებში შემთხვევითაა აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების სამარხეული ნივთები: მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის სამტუჩა ხელადა, შემკული ამოღარული ტალღოვანი ხაზითა და ირიბი ნაჭდევებით; ბრინჯაოს ბალთები, სარკე, მშვილდსაკინძი; ოქროს ორწილადი საყურეები, რომელთა რკალზე მირჩილულია გავარსით შემკული, ბურთულით დაბოლოებული პირამიდა; თვალბუდიანი ბეჭედი, გემაზე ცხოველის გამოსახულებით; სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები და სხვ. ეს ნივთები VII საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული. მასალა ინახება სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.[2]

სოფლის სამხრეთით მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების სამსართულიანი, სათოფურებიანი მრგვალი კოშკი. სამხრეთით დგას დარბაზული ტიპის 1830 წელს აგებული მთავარანგელოზის ეკლესია.[2]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., ბრაგვაძე ზ., კვაჭაძე მ., ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი / რედ. და პროექტის ხელმძღვანელი გ. გამყრელიძე, თბ., 2013. — გვ. 103–104. 739 გვ, ISBN 978-9941-15-896-4.
  3. დევნილები ბერბუკის დასახლებიდან. humanrights.ge (2017-02-16). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  5. Berbuki climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.