აძვის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აძვის სამების ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (12,5 X 6,95 მ), ნაგებია აგურით. ზოგან გამოყენებულია ნატეხი ქვაც. თითო თაღოვანი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. საკურთხევლის კედელში ორი თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით თითო სარკმელია, ჩრდილოეთით - ორი. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კამარის აღმოსავლეთის საბჯენი თაღი მასიურ კაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა, დასავლეთისა - მძლავრ კონსოლებს. კონსოლები და კაპიტელები პროფილირებულია. ეკლესია შიგნიდან შელესილია. შენობის სამხრეთ შესასვლელის თავზე ჩასმულია მარმარილოს პატარა კვადრატული ფილა მხედრული წარწერით (არ იკითხება). ამავე შესასვლელზე მიშენებულია თაღებით გახსნილი ორსართულიანი აგურის კარიბჭე-სამრეკლო, რომლის ნახევარსფერულ გუმბათს პირამიდული სახურავი აქვს. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ აგურით გამოყვანილია მოზრდილი ჯვარი. შენობას თლილი ქვის ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]