ეკლესია საწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკლესია საწყალიეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების შალიკაანთ უბანში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,7 მ), ნაგებია ქვიშაქვით, სარკმლის თავსართები შირიმისაა. აღმოსავლეთის კედელი დაშენებულია კლდეზე. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი გამოფიტულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ბუდიდან დაძრულია საპირე ქვები. ორივე მხრიდან თაღოვანი, ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. ერთი თაღოვანი სარკმელი დარბაზის დასავლეთ კედელშია, ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა ეყრდნობა დასავლეთ კედლის საბჯენ თაღს და გრძივი კედლების შუაში მოთავსებულ იმპოსტებს. იმპოსტები აქვთ საკურთხევლის მხრებსა და დასავლეთის კუთხის პილასტრებსაც. დარბაზი შელესილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]