ზემო სობისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო სობისის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,5 X 5,2 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთითაა. კარს გათლილი ქვის წირთხლები აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლებს ლილვებიანი საპირე აქვთ. შენობა შიგნიდან და გარედან შელესილია. ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.