შინაარსზე გადასვლა

ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზის დასაწყისში, მთის ფერდობზე. დაუთარიღებელია.

ეკლესია დარბაზულია (6,2 X 4,2 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და რიყის მოზრდილი ქვებიც. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტის იყო.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.