შინაარსზე გადასვლა

ტირძნისის სვეტიცხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტირძნისის სვეტიცხოველი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის სასაფლაოზე. აგებულია ძველ ნაეკლესიარზე XX საუკუნის ბოლოს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები და კარ-სარკმელების საპირეები აგურისაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, ცენტრში თაღოვანი სარკმელით, გვერდებზე თაღოვანი ნიშებით. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში ასეთივე სარკმელია. სამხრეთი კედლის ცენტრში თაღოვანი შესასვლელია. გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში ქართული აგურით ამოყვანილი პილასტრებია. იატაკი აგურისაა. ეკლესიის ჭერი ბეტონისაა, სახურავი კი თუნუქის. სახურავის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო, მრგვალი ფორმის გუმბათია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 465