ზემო ხვითის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ხვითის სამების ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, შენობის კუთხეები, კარი, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი ტუფის ქვისაა. ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ორივე მხრიდან არქიტრავით გადახურული კარია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თოთო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ამოკაწრულია ასომთავრული წარწერა (ძნელად იკითხება) ეკლესიას კვადრატული აგურით ნაწყობი სახურავი აქვს. სახურავის დასავლეთ ნაწილში მოგვიანებით დაუშენებიათ ოთხივე მხრიდან თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელიც ასევე კვადრატული აგურითაა ნაგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.