ზემო ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გიორგის ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

ზემო ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია ― ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის განაპირას, აღმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,2 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარის და სარკმლის საპირეები ტუფის ქვისაა. ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ორივე მხრიდან არქიტრავით გადახურული კარია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა, ერთი დასავლეთისაში. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი და სატრიუმფო თაღები. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმულია კვადრატული აგურით ნაშენი ორიარუსიანი, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.