კარალეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კარალეთი
Karaleti (Photo A. Muhranoff, 2011).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი კარალეთი
კოორდინატები 42°03′46″ ჩ. გ. 44°05′33″ ა. გ. / 42.06278° ჩ. გ. 44.09250° ა. გ. / 42.06278; 44.09250
ცენტრის სიმაღლე 650
მოსახლეობა 6 196[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98%)[2]
კარალეთი — საქართველო
კარალეთი
კარალეთი — შიდა ქართლი
კარალეთი

კარალეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურების დასახლება). ზღვის დონიდან 650 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ნაჭარმაგევი. ვახუშტის ცნობით

ვიკიციტატა
„„ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო; და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი“.“

XI-XII საუკუნეებში ნაჭარმაგევი შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო. 1110 წელს დავით აღმაშენებელი თავისი ტაძრეულით იდგა ნაჭარმაგევს და იქიდან აწარმოებდა ბრძოლებს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ნაჭარმაგევს იხსენებს გიორგი III-ის და თამარის ისტორიკოსიც. XVIII საუკუნეში სოფელს დიდი ზიანი მიაყენა ლეკთა თარეშმა. მათ ერთ-ერთი შემოსევის დროს აიღეს კარალეთის ციხე, ხელთ იგდეს ტყვე და საქონელი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6 196 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 4 501 2 180 2 321
2014[1] Increase2.svg 6 196 3 086 3 110

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 392, თბ., 1980 წელი.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ., 1990 წ.