მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,8 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კარის ჩარჩო, კუთხეები და ზედა სარტყელი მოპირკეთებულია რუხი ქვით. სამხრეთით კარი და ორი სარკმელია, აღმოსავლეთითა და დასავლეთით - თითო სარკმელი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით აქვს მინაშენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.