შინდისის სტეფანწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შინდისის სტეფანწმინდის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სოფლიდან დაახლოებით რვაასი მეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.

მოგვიანებით გადაუკეთებიათ. ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობის კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო თლილი ქვის ბლოკები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი პატარა ნიშია. აფსიდის კედლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით დგას მონოლითური ქვის სატრაპეზო. სამხრეთ კედელში - ორი, ხოლო დასავლეთისაში ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. სამხრეთის ფასადის სარკმლებს მოწითალო ქვის საპირეები აქვთ. სარკმლის თავზე, თლილ ქვაზე ამოკვეთილია ბრტყელპროფილიანი დეკორატიული თაღი. ასეთივე თაღი აქვს აღმოსავლეთის ფასადის სარკმლებსაც. თაღის თავზე რელიეფური ჯვარია. ეკლესიას აგურების ოთხი რიგით შედგენილი ლავგარდანი და კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. სახურავის აღმოსავლეთ კედელზე ცხენის თავის ქვის ქანდაკება დგას. სამხრეთით და აღმოსავლეთით აქვს მონაშენები, რომლებიც ნაგებია ნატეხი ქვით და გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთის მინაშენს ცალფერდა, ხოლო დასავლეთ მინაშენს ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]