დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გარეჯვრის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ნახევარწრიულ აფსიდში ორი ოთხკუთხა ნიშია. გადახურვა კამაროვანი იყო. სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოსახულია მაღალი ჯვარი, მის გვერდებზე - ჩაღრმავებული რომბებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.