ბარეთი
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ბარეთი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარეთი |
კოორდინატები | 41°40′11″ ჩ. გ. 44°09′15″ ა. გ. / 41.66972° ჩ. გ. 44.15417° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბაშქოი |
ცენტრის სიმაღლე | 1590 მ |
მოსახლეობა | 397[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 60 % აზერბაიჯანელები 34 % ბერძნები 5,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბარეთი (2010 წლის 16 ნოემბრამდე — „ბაშქოი“[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფ. ბარეთი, საბეჭისი, ლივადი, იმერა).[3] მდებარეობს ბარეთის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1590 მ., წალკიდან 15 კმ. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია, რომელიც 1846 წელსაა განახლებული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა. ბაშქოის სასოფლო საბჭო მოიცავდა სოფლებს არჯევან-სარვანი, გედაქლარი, თეჯისი, საბეჭისი, ლივადი, იმერა, მინსაზქენდი, ყარაკომი, ჩოლმანი. 1978 წელს არჯევან-სარვანი სხვა რამდენიმე სოფელთან ერთად გამოიყო ცალკე სასოფლო საბჭოდ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 207[3] | ||
2014 | 397[1] ![]() |
205 | 192 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 252.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.