ტბეთი (წალკის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ტბეთი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
| თემი | წალკა |
| კოორდინატები | 41°36′14″ ჩ. გ. 44°02′52″ ა. გ. / 41.60389° ჩ. გ. 44.04778° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1530 მ |
| მოსახლეობა | 548[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 82 % ბერძნები 15,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ტბეთი (ყოფილი ხადიკი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის წალკის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქვემო ქართლის მხარე).
მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1530 მ-ზე, ქალაქ წალკიდანდაშორებულია 3 კმ-ით. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარსულში ახლანდელი ტბეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო სოფელი ტამალია (ტამანია, ასევე უწოდებდნენ თრიალეთის ან ახალქალაქის ტამალიას დმანისის ხეობის თანამოსახელე სოფლისგან განსასხვავებლად), რომელიც იხსენიება 1676–1721 წლების დოკუმენტებში. ის ქციის მარჯვენა მხარეს, ეძანსა (ახლანდ. წალკა) და ისტორიულ წალკას (ახლანდ. სამება) შორის მდებარეობდა. 1721 წლის აღწერით ტამალიაში ითვლებოდა 2 მებატონე (შანავაზ ხანი და ყორღანაშვილები), 17 გამომღები და 7 ბოგანო ყმა.[2]
დღევანდელი სოფელი დააარსეს 1830-იან წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა თურქულენოვანმა ბერძნებმა (ურუმებმა) ძველ ქართულ ნასოფლარზე და უწოდეს ხადიკი. XX საუკუნის 40-იან წლებში, წალკის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ხადიკის მოსახლეობა მახლობელ გორაკზე დაასახლეს, სოფლის დიდი ნაწილი კი წყალმა დაფარა. სოფელი ხადიკი 1988 წელს გაუქმდა ქალაქ წალკასთან ტერიტორიული შეზრდის გამო.[3]
1990-იან წლებში ბერძნული მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხადიკი დატოვა. ამავე პერიოდში აქ დასახლდნენ სვანეთიდან და აჭარიდან ეკოლოგიური მიზეზებით ადგილნაცვალი ოჯახები. მომდევნო წლებში კვლავ სოფელია. 2010 წლის 20 ნოემბერს მას ტბეთი ეწოდა.[4]
სოფლის მიდამოებში 1947 წელს გაითხარა ბრინჯაოს ხანის 2 გორასამარხი. წყალსაცავის ფსკერზე მოქცეულია წმ. სტეფანეს სახელობის შუა საუკუნეების ეკლესია, სამაროვანი და ნასოფლარი, რომლებიც წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. ნაგებობები ძლიერაა დაზიანებული წყლის ზემოქმედების შედეგად.[5] ტბეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბერძნების მიერ აგებული ან აღდგენილი სამლოცველოები, მათ შორის წმ. პეტრესა და პავლეს (1874),[6] წმ. მიქაელ მთავარანგელოზის (XIX-XX სს.)[7] და სხვ. სოფლის სამხრეთით მდებარეობს ხადიკის ტბა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 548 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2014[1] | 548 | 268 | 280 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 413.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1-2, ტფ., 1935. — გვ. 348.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1988, №11. — გვ. 9.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №947, 2010 წლის 20 ნოემბერი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5840
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5808
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5805