შინაარსზე გადასვლა

ჭოჭიანის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭოჭიანი.

ჭოჭიანის პლატო — ლავური პლატო სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე, წალკის მუნიციპალიტეტში. აგებულია პლეისოტოცენური ანდეზიტ-ბაზალტებით. გაკვეთილია ხრამისა და მისი მარჯვენა შენაკადის — ჭოჭიანის კანიონისებრი ხეობებით, რომელთა გვერდებზე არის გამოქვაბულები და ჩანჩქერები.

მდინარე ჭოჭიანის მარჯვენა სანაპიროზე 6-7 თხელი ტბაა. პლატოს ბრტყელი ზედაპირი მეორადი შავმიწიანი სტეპით და ნათესებით არის დაფარული. მდინარეების ხრამისა და ჭოჭიანის ხეობათა ფერდობები ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, სოფელ დაშბაშის კიდეზე უცნობი წარმოშობის ღრმა ნაპრალებია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: