აშკალა
| სოფელი | |
|---|---|
|
აშკალა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | ქვემო ქართლი |
| მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 41°38′52″ ჩ. გ. 43°56′41″ ა. გ. / 41.64778° ჩ. გ. 43.94472° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ფარეხა |
| ფართობი | 8.94 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 1600 მ |
| მოსახლეობა |
|
| სიმჭიდროვე | 107,38 კაცი/კმ² |
| ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
აშკალა[2] (ყოფ. ფარეხა) — სოფელი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის აშკალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სათავო სოფელი (ქვემო ქართლის მხარე).
მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. გუმბათის (ქციის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1600 მ-ზე, წალკიდან 30 კმ-ში.
„აშკალა“ („აშხალა“) უწოდეს 1828–1829 წლებში ოსმალეთიდან (ძირითადად ქალაქ აშკალიდან, ახლანდ. ერზურუმის პროვინცია) გადმოსახლებულმა სომხებმა. 1955 წელს სოფლის მოსახლეობის ნაწილით შეიქმნა ახალი დასახლებული პუნქტი — ზემო აშკალა[3] (გაუქმდა 1989 წელს[4]).
სოფელში დგას ძველი ქართული ეკლესია, რომელიც სომხურ ეკლესიად გადააკეთეს (გაუკეთეს ხის ჭერი და სახურავი). აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილი ძველი ქართული წარწერის ფრაგმენტებია. ეკლესია შიგნით ბოძების 3 წყვილით სამ ნავად არის დაყოფილი. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. იატაკი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სოფლის თავში აღმართულია შუა საუკუნეების კიდევ ერთი — წმ. გიორგის ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 960 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი2043 |
|---|---|---|---|
| 2002[5] | 2043 | ||
| 2014[1] | 454 | 506 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 506.
- Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки. В. 4, Тфл., 1913.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს უწყებები № 4 (67), 7 სექტემბერი 1955. — გვ. 10.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს უწყებები № 7 (588), ივლისი 1989. — გვ. 12.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.