რეხა (წალკის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
რეხა | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°41′08″ ჩ. გ. 43°51′08″ ა. გ. / 41.68556° ჩ. გ. 43.85222° ა. გ. |
მოსახლეობა | 328[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 86 % ბერძნები 13 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
რეხა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] წალკიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1658 მეტრზე[3] და განლაგებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვარზე. სოფელ რეხიდან უახლოეს დასახლებამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთამდე მანძილი 13-15 კილომეტრია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეხას მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად, ისტორიული თრიალეთის ტერიტორია თითქმის მთლიანად დაიცალა, თუმცა რეხა იყო ერთადერთი ქართული სოფელი, რომელიც გადარჩა.[3]
წლების განმავლობაში რეხის მოსახლეობა განიცდიდა მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა მათ შეინარჩუნეს ქართულსულოვნება და ტრადიციები. 1830-იან წლებში წალკის მხარეში პასკევიჩმა თურქეთიდან ჩამოასახლა სომხები, მართლმადიდებელი თურქულენოვანი ბერძნები და მართლმადიდებელი თურქულენოვანი ქართველები არტაანის მხარედან.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 328 | 177 | 151 |
კულტურა და ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეხა გამოირჩევა ლეგენდებით და ზეპირი გადმოცემებით, რომლებიც სოფელში მდებარე მცირე სამლოცველოს უკავშირდება.[4] გადმოცემის თანახმად, თომა საბაძემ აღმოაჩინა ძველი ეკლესიის ნაშთი, როდესაც მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და მიუთითა ადგილზე. ადგილობრივები ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან.[3] ამ მხარეს მრავალი სასწაული უკავშირდება, მათ შორის, წყაროს წყლისა და სხვა საშუალებებით მორწმუნეთა განკურნება.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეხაში მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია სოფლის მეურნეობით. მოჰყავთ ხორბალი, ქერი და სხვა მარცვლეული კულტურები. კარგად არის განვითარებული მეცხოველეობა, განსაკუთრებით მსხვილფეხა პირუტყვისა და ცხვრის მოშენება.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 რეხა — მისტიკური სოფელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19.
- ↑ 4.0 4.1 აღმოაჩინე წალკა, გზამკვლევი ტურისტებისათვის.