ავრანლო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |
---|---|
ავრანლო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | ავრანლო |
კოორდინატები | 41°39′27″ ჩ. გ. 43°53′28″ ა. გ. / 41.65750° ჩ. გ. 43.89111° ა. გ. |
ადრეული სახელები | თეზი |
ცენტრის სიმაღლე | 1500 მ |
მოსახლეობა | 789[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 58 %, ბერძნები 35 %. |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ავრანლო[2] (ყოფ. თეზი) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ქციის ნაპირზე, წალკიდან 32 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1580 მეტრზე.
ისტორიულ წყაროებში ავრანლო თეზის სახელწოდებით პირველად 1691 წელს მოიხსენიება, როდესაც მეფე ერეკლე I-მა ის ფარემუზ ჯავახიშვილს უწყალობა. ავრანლო კი უწოდეს 1828–1829 წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. სოფელში, გარდა ბერძნებისა, ცხოვრობენ ეკომიგრანტი აჭარლები, მცირე რაოდენობით არიან სომხები.
სოფლის მახლობლად მდებარეობს ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ავრანლოს ციკლოპური ციხე. სოფელში დგას ბერძნული და რუსული ეკლესიები. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დ. ბერძენიშვილი, „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ტ. 13, თბ. 2006
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 14, თბ., 1987.