სამება (წალკის მუნიციპალიტეტი)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |
---|---|
სამება | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°35′59″ ჩ. გ. 44°00′21″ ა. გ. / 41.59972° ჩ. გ. 44.00583° ა. გ. |
ადრეული სახელები | წალკა, გუნიაყალა |
ცენტრის სიმაღლე | 1540 მ |
მოსახლეობა | 693[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 91 % ბერძნები 6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სამება (2010 წლის 20 ნოემბრამდე — „გუნიაკალა“[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში.[1]მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავის სამხრეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 1540 მ., წალკიდან 8 კმ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი მდებარეობს ისტორიულ თრიალეთში. მისი ძველი სახელწოდებაა წალკა. სოფელში იდგა იყო ფეოდალური ხანის დიდი ციხე, 6 ეკლესია და სტელა თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის წარწერით. ერთ-ერთი ეკლესია იყო წალკელი ეპისკოპოსის კათედრა. XIX საუკუნეში სოფელში დასახლდნენ არზრუმის მხარიდან გადმოსახლებული ბერძნები და მათ უწოდეს სოფელს გუნიაყალა. XX საუკუნეში წალკის წყალსაცავის მშენებლობამ დაფრა სოფლის სიძველეები. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა. შედიოდა ედიქილისას სასოფლო საბჭოში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 236[3] |
2014 | ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 310.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-10-12.