ერნესტო ჩე გევარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩე გევარა
CheHigh.jpg
ალბერტო კორდას განთქმული ფოტო
„გერილიერო ეროიკო“ ("Guerrillero Heroico")
გადაღებულია 1960 წლის 5 მარტს
დაიბადა ერნესტო გევარა
1928 წლის 14 ივნისი
როსარიო, სანტა-ფე, არგენტინის დროშა არგენტინა
გარდაიცვალა 1967 წლის 9 ოქტომბერი (39 წლის)
ლა-იგერა, ვალიეგრანდე,
ბოლივიის დროშა ბოლივია
დაკრძალულია ჩე გევარას მავზოლეუმი, სანტა-კლარა, კუბის დროშა კუბა
ეროვნება არგენტინელი
მოქალაქეობა არგენტინის დროშა არგენტინა
კუბის დროშა კუბა
განათლება მედიცინის დოქტორი
პროფესია ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი,
პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) ილდა გადეა (1955–1959)
ალეიდა მარჩი (1959-1967 მის დაღუპვამდე)
შვილ(ებ)ი ილდა (1956–1995), ალეიდა (დ. 1960)
კამილო (დ. 1962), სელია (დ. 1963)
ესნესტო (დ. 1965)
მშობლები მამა: ერნესტო გევარა ლინჩი
დედა: სელია დე ლა სერნა ი ლიოსა

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (დ. 14 ივნისი, 1928 — გ. 9 ოქტომბერი, 1967) — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.[1]

როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღარიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა.[2] მოგზაურობებისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო.[3] მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობას გვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩე გევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო გამტკიცდა. მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი. მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა.[4] გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.[5]

კუბის რევოლუციის შემდეგ, გევარამ ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე იმუშავა. მათ შორის იყო მსროლელი რაზმების მეთაური მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედრო ტრიბუნალმა ომის დამნაშავედ სცნო;[6] მრეწველობის მინისტრის პოსტზე მან აგრარული რეფორმა დაიწყო, ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ სახალხო კამპანიას, ასევე მუშაობდა კუბის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და კუბის შეიარაღებული ძალების სასწავლო დირექტორად, ამავე დროს, კუბური სოციალიზმის სახელით მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, როგორც დიპლომატი. ასეთი პოზიცია გევარას საშუალებას აძლევდა ეთამაშა ცენტრალური ფიგურის როლი მილიციური ძალების წვრთნაში, რომელმაც ჩაატარა ღორების ყურის ოპერაცია[7] და შემოიტანა საბჭოთა ბირთვული ბალისტიკური ქობინები კუბაში, რამაც გაამწვავა 1962 წლის კარიბის კრიზისი.[8] ამასთან ერთად, გევარა ნაყოფიერი მწერალი და დღიურების ავტორი იყო, შექმნა ხელნაწერი პარტიზანულ ომზე, ამავე დროს ის ავტორია ბესტსელერი მემუარული ნაწარმოებისა ახალგაზრდობაში სამხრეთ ამერიკის გასწვრივ მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ. 1965 წელს ჩე კუბას ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარების მიზნით; პირველად წარუმატებელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და შემდეგ ბოლივიაში, სადაც ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მოკავშირე ბოლივიურმა ძალებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.[9]

გევარა დღემდე ზოგისთვის სათაყვანებელ, ზოგისთვის კი სალანძღავ ისტორიულ ფიგურად რჩება, პოლარიზებულია მრავალ კოლექტიურ წარმოსახვაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბიოგრაფიებში, მემუარებში, ესეებში, დოკუმენტურ ფილმებში, სიმღერებსა თუ მხატვრულ ფილმებში. იმის გამო, რომ ის აღიქმება როგორც მოწამე, პოეტური შთაგონებები კლასობრივი ბრძოლისადმი და გატაცებები „ახალი ადამიანის“ შესაქმნელად უფრო მორალს ეყრდნობა, ვიდრე მატერიალურ მოტივებს. ჩე გევარა შთაგონების ხატად და წყაროდ იქცა მრავალი მემარცხენე მიმართულების მოძრაობისათვის. ჟურნალმა „ტაიმმა“ ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.[10] ალბერტო კორდას მიერ გადაღებული მისი ფოტო გერილიერო ეროიკო (Guerrillero Heroico) კი აღიარებულია „მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფოტოდ“.[11]

სექციების სია

ადრეული ცხოვრება

ჭაბუკი ერნესტო (მარცხნივ) მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, 1944 წ. მის გვერდით, მარცხნიდან მარჯვნივ სხედან სელია (დედა), სელია (და), რობერტო, ხუან-მარტინი, ერნესტო (მამა) და ანა-მარია
ჩე გევარას დაბადების მოწმობა

ერნესტო გევარა 1928 წლის 14 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა, სელია დე ლა სერნა ი ლიოსასა და ერნესტო გევარა ლინჩის ესპანურ-ბასკურ-ირლანდიური წარმომავლობის ოჯახში.[12] ოჯახის ხუთ ბავშვს შორის ის უფროსი იყო. მის ნამდვილ გვარს და სახელს ხშირად უმატებენ მისი მშობლების გვარებს დე ლა სერნას ან ლინჩს. ჩეს მოუსვენარ ბუნებას მამამისი შემდეგნაირად ხსნიდა: „ესაა უპირველესი ნიშანი იმისა, რომ ჩემი ვაჟის ძარღვებში ირლანდიელი მეამბოხეების სისხლი ჩქეფს“.[13] ერნესტიტოს (როგორც მაშინ ეძახდნენ) ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე განუვითარდა უპოვრებისადმი სიახლოვის განცდა.[14] მემარცხენე მიდრეკილებების ოჯახში გაზრდილ ბავშვს ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდას გადაეშალა წინ ფართო პოლიტიკური სპექტრის პერსპექტივები.[15] მამამისი, როგორც ესპანეთის სამოქალაქო ომის რესპუბლიკელების თავგადაკლული მხარდამჭერი, ოჯახში ხშირად მასპინძლობდა ამ კონფლიქტის ბევრ ვეტერანს.[16]

ერნესტოს დედა, სელია დე ლა სერნა იმ დროისთვის არგენტინაში მიღებული ქცევის ნორმების მოწინააღმდეგე იყო, მას თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და მანქანას მართავდა, რაც იმ დროს არგენტინაში ქალისთვის მიუღებლად ითვლებოდა. 2 წლის ასაკში ერნესტოს ასთმის პირველი შეტევა დაემართა. ეს დაავადება მას ცხოვრების ბოლომდე თან სდევდა და გავლენაც იქონია მის პერსონასა და ცხოვრებაში შემდგომ წინსვლაზე. 1932 წელს ერნესტოს ოჯახი ექიმის მითითებით საცხოვრებდად ქალაქ ალტა-გრასიაში გადავიდა. ავადმყოფობის გამო იგი სკოლაში ვერ დადიოდა და სახლში დედა ამეცადინებდა. მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი, იგი ან კითხულობდა, ან მამას ჭადრაკს ეთამაშებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასთმის მწვავე შეტევებით იტანჯებოდა, რასაც ის მთელი ცხოვრება მწარედ განიცდიდა, გევარა გამოირჩეოდა როგორც ათლეტი, მისდევდა ცურვას, ფეხბურთს, გოლფსა და სროლას, ამავე დროს ის გახდა „დაუცხრომელი“ ველოსიპედისტი.[17][18] დაუღალავად თამაშობდა რაგბის,[19] ბუენოს-აირესის საუნივერსიტეტო კლუბში ასპარეზობდა fly-half-ის პოზიციაზე.[20] თამაშის სტილის გამო ჩეს ზედმეტსახელად „ფუსერი“ შეარქვეს — El Furibundo-ს (გაცოფებული) შემოკლებული ფორმა, აგრესიული თამაშის სტილის გამო ასევე ეძახდნენ დედამისის გვარს — დე ლა სერნას.[21]

გევარა მამამისისგან ჭადრაკის თამაშს სწავლობდა და 12 წლის ასაკში უკვე მონაწილეობდა ადგილობრივ ტურნირებში. სიჭაბუკეში და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში, იგი გატაცებული იყო პოეზიით, განსაკუთრებით უყვარდა პაბლო ნერუდა, ჯონ კიტსი, ანტონიო მაჩადო, ფედერიკო გარსია ლორკა, გაბრიელა მისტრალი, სესარ ვალიეხო და უოლტ უიტმენი.[22] შეეძლო ზეპირად წაეკითხა რადიარდ კიპლინგის პოემა „თუ“ ("If—") და ხოსე ერნანდესის ეპიკური პოემა „მარტინ ფიერო“.[22] გევარას სახლში 3 000-ზე მეტი წიგნი ინახებოდა, რამაც განაპირობა ჩეს ენთუზიაზმით აღსავსე და ეკლექტიკურ მკითხველად ჩამოყალიბება; განსაკუთრებულ ინტერესს იჩნედა კარლ მარქსის, უილიამ ფოლკნერის, ანდრე ჟიდის, ემილიო სალგარისა და ჟიულ ვერნის მიმართ.[23] დამატებით, ასევე იტაცებდა ჯავაჰარლალ ნერუს, ფრანც კაფკას, ალბერ კამიუს, ვლადიმერ ლენინის და ჟან-პოლ სარტრის ნამუშევრები, ისევე როგორც ანატოლ ფრანსის, ფრიდრიხ ენგელსის, ჰერბერტ უელსისა და რობერტ ფროსტის შრომები.[24]

გევარების ოჯახის საცხოვრებელი სახლი ქალაქ ალტა-გრასიაში, კორდობის პროვინცია
22 წლის გევარა, 1951 წ.

ზრდასთან ერთად, ჩეს ლათინოამერიკელი მწერლებისადმი გაუღვივდა ინტერესი, მათ შორის იყვნენ ორასიო კიროგა, სირო ალეგრია, ხორხე იკასა, რუბენ დარიო და მიგელ ასტურიასი.[24] ამ მწერლების იდეებს ის ინიშნავდა უბის წიგნაკში, სადაც ასევე აწარმოებდა განსაზღვრებების, კონცეფციებისა და გავლენიანი ინტელექტუალების ფილოსოფიებს; ადგენდა ბუდასა და არისტოტელესეულ ანალიტიკურ მონახაზებს, ისევე როგორც განიხილავდა ბერტრან რასელისეულ სიყვარულსა და პატრიოტიზმს, ჯეკ ლონდონისეულ საზოგადოებას, ნიცშესეულ სიკვდილის იდეას. ჩე მოხიბლული იყო ზიგმუნდ ფროიდის იდეებით იმდენად, რამდენადაც ის შეფასებებს აკეთებდა მისეული სხვადასხვა თავებიდან სიზმრების, ლიბიდოს, ნარცისიზმისა და ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ.[24] სკოლაში მის საყვარელ საგნებს შორის იყო ფილოსოფია, მათემატიკა, ინჟინერია, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ისტორია და არქეოლოგია.[25][26]

წლების შემდეგ, 1958 წლის 13 თებერვალს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გამომჟღავნებული „ბიოგრაფიული და პიროვნული მოხსენება“ გევარას განიხილავდა ფართო სპექტრის აკადემიური და ინტელექტუალური ინტერესების ადამიანად და აღწერდა როგორც „ფრიად განსწავლულს“, თუმცა იქვე ამატებდა, რომ „ჩე მართლაც ინტელექტუალია, ოღონდ ლათინოამერიკელთა შორის“.[27]

მოგზაურობა მოტოციკლით

1948 წელს, გევარა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „მსოფლიოს შეცნობის წყურვილმა“[28] სწრაფად განდევნა მისი საუნივერსიტეტო საქმიანობები, უკანა პლანზე გადაიტანა ინტერესი სწავლისადმი და უბიძგა ხანგრძლივი თვითდაკვირვებადი მოგზაურობისკენ, რომელმაც ფუნდამენტალურად შეცვალა მისი ხედვები, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის იმდროინდელ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით. პირველი ექსპედიცია 1950 წელს განახორციელა ველოსიპედით, რომელსაც პატარა ძრავი დაუმონტაჟა;[29] 4 500 კმ მანძილზე მან მარტომ იმოგზაურა ჩრდილოეთ არგენტინის პროვინციებში. ამას მოჰყვა 1951 წლის ცხრათვიანი კონტინენტური მოგზაურობა მოტოციკლით თითქმის მთლიანი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით; გზის სიგრძემ 8 000 კმ შეადგინა. მოგვიანებით, მან სასწავლებელში 1-წლიანი შესვენება აიღო, რათა თავის მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად პერუში, სან-პაბლოში, მდინარე ამაზონის ნაპირებთან მდებარე კეთროვანთა კოლონიაში წასულიყო მოხალისედ სამუშაოდ.

გევარას 1952 წლის მოგზაურობის რუკა. წითლად აღნიშნულია საჰაერო მოგზაურობა
black and white photograph of two men on a raft, fitted with a large hut. The far bank of the river is visible in the far distance
გევარა (მარჯვნივ) ალბერტო გრანადოსთან ერთად (მარცხნივ) თავიანთ „მამბო-ტანგო“ ტივზე მდინარე ამაზონში, 1952 წლის ივნისი. ეს ტივი იმ კეთროვნების საჩუქარი იყო, რომლებსაც ისინი მკურნალობდნენ.[30]

ჩილეში, ჩე გევარა განარისხა ანაკონდასა და ჩუკუკატამის სპილენძის საბადოების მაღაროელთა სამუშაო პირობებმა, ასევე წინა ღამით ატაკამის უდაბნოში შეხვედრილმა დევნილმა კომუნისტმა ცოლ-ქმარმა, რომლებსაც საკუთარი საბანიც კი არ გააჩნდათ, აღწერდა რა მათ როგორც „სისხლითა და ხორცით აკანკალებულ, კაპიტალისტური ექსპლუატაციის მსხვერპლებად“.[31] ანდების მაღალმთიანეთში, მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი ჩე კიდევ ერთხელ შეძრა მიმდებარე დასახლებებში არსებულმა გამანადგურებელმა სიღარიბემ, სადაც გლეხები მდიდარი მიწათმფლობელების პატარა ნაკვეთებში შრომობდნენ.[32] მოგზაურობის შემდეგ ეტაპზე, განსაკუთრებით მოხიბლული დარჩა კეთროვანთა კოლონიაში მცხოვრებთა მეგობრული სულისკვეთებით, რაც შეაფასა როგორც „ადამიანური სოლიდარობისა და ერთგულების უმაღლესი ფორმა ასეთ მარტოსულ და სასოწარკვეთილ ხალხში“.[32] ამ მოგზაურობისას, გევარა აწარმოებდა ჩანაწერებს, რომლებსაც „მოტოციკლისტის დღიურები“ უწოდა და რომლებიც შემდეგ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერად იქცა,[33] 2004 წელს კი მათზე გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა სხვადასხვა ჯილდოები მოიპოვა.

ერნესტომ და ალბერტო გრანადომ დაახლოებით 8 თვის შემდეგ მიაღწიეს თავდაპირველ მიზანს, კარაკასსვენესუელის დედაქალაქს. კარაკასში გრანადომ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა და იქვე დარჩენა გადაწყვიტა. ერნესტომ კი მოგზაურობა მარტომ განაგრძო.

საბოლოო ჯამში, მოგზაურობისას ჩე გევარამ გაიარა არგენტინა, ჩილე, პერუ, ეკვადორი, კოლუმბია, ვენესუელა, პანამა და მაიამი, საიდანაც ბუენოს-აირესში დაბრუნდა. მოგზაურობის დასასრულს, იგი ლათინურ ამერიკას განიხილავდა არა მხოლოდ როგორც ცალკეული ერების ერთობას, არამედ როგორც ერთ მთლიანობას, რომელიც მოითხოვდა კონტინენტური მასშტაბის განთავისუფლების სტრატეგიას. მისი კონცეფცია უსაზღვრებო, გაერთიანებული ესპანური ამერიკის შესახებ, რომელიც გაერთიანდებოდა საერთო ლათინური მემკვიდრეობით, ის საკითხი იყო, რომელიც წინა პლანზე იდგა მის გვიანდელ რევოლუციურ საქმიანობებში.

არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, გევარამ გადაწყვიტა რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სწავლა, რადგან მას უკვე ახალი გეგმები ჰქონდა მოგზაურობასთან დაკავშირებით. 1952 წლის აგვისტოში მან ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში სწავლა განაახლა და 1953 წლის ივნისში, სამედიცინო ხარისხი მიიღო — ოფიციალურად გახდა „დოქტორი ერნესტო გევარა“.[34]

„მოტოციკლით მოგზაურობამ სამხრეთ ამერიკის გასწვრივ, მას გაუღვივა ნახევარსფეროში აშშ-ის ბატონობის უსამართლობის განცდა და კოლონიალიზმის მიერ მისი მაცხოვრებლებისთვის მოტანილი ტანჯვა“.

ჯორჯ გალოუეი, ბრიტანელი პოლიტიკოსი.[34]

მოგვიანებით გევარა აღნიშანვდა, რომ ლათინური ამერიკის გარშემო მოგზაურობისას ის „უშუალოდ აწყდებოდა სიღარიბეს, შიმშილსა და ავადმყოფობას“, ისევე როგორც „ბავშვის მკურნალობის შეუძლებლობას უფულობის გამო“ და „გამუდმებული შიმშილითა და სასჯელით გამოწვეულ გაოცებას“, რაც მამას უბიძგებდა „დათანხმებულიყო ვაჟის, როგორც უმნიშვნელო ნივთის დაკარგვას“. სწორედ ამ გამოცდილებამ დაარწმუნა გევარა დახმარებოდა ამ ხალხს, რაც მედიცინის სამყაროს დატოვებას და შეიარაღებული ბრძოლების პოლიტიკურ არენაში ჩართვას მოითხოვდა.[2]

გვატემალა

ჩე გევარას 1953—1956 წლების მოგზაურობის რუკა; ასევე აღნიშნულია მოგზაურობა იახტა „გრანმათი“.
ჩე გევარას სიტყვები მის საცხოვრებელთან გვატემალაში, სანტა-კლარას მემორიალთან

1953 წლის 7 ივნისს, გევარა კვლავ მოგზაურობას იწყებს, ამჯერად ბოლივიაში, პერუში, ეკვადორში, პანამაში, კოსტა-რიკაში, ნიკარაგუაში, ჰონდურასსა და სალვადორში. 1953 წლის 10 დეკემბერს, გვატემალაში გადასვლის წინ, სან-ხოსედან (კოსტა-რიკა) თავის დეიდა ბეატრისს შეტყობინება გაუგზავნა. მოგვიანებით, გევარა საუბრობს იუნაიტედ ფრუტ კომპანის (United Fruit Company) სამუშაო დიაპაზონზე, რომელიც მას იმის დასტურად მიაჩნდა, „თუ რა საშინელი იყო კაპიტალისტური რვაფეხა“.[35] ეს აღშფოთება „თავებზე ნადირობის ელფერს“ ატარებდა, რაც ჩემ მისი უფრო კონსერვატიული მოკავშირეების დასაშინებლად გამოიყენა, და ბოლოს ახლადგარდაცვლილი იოსებ სტალინის სურათის წინაშე დაიფიცა, რომ იგი „ამ რვაფეხას საბოლოოდ დაამარცხებდა“.[36] ერთი თვის შემდეგ, გევარა გვატემალაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ხაკობო არბენს გუსმანის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მიწის რეფორმებითა და სხვა ინიციატივებით ცდილობდა საბოლოოდ დაესრულებინა ლატიფუნდიური სისტემა. ამის ბოლომდე მისაყვანად, პრეზიდენტმა არბენსმა მიიღო მიწის რეფორმის გენერალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ყველა დაუმუშავებელი მიწის მსხვილი მფლობელობის კონფისკაცია და ის უმიწაწყლო გლეხებს დაურიგდებოდა.[37] შედეგად, უდიდესი მიწათმფლობელი და ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა იუნაიტედ ფრუტ კომპანი, რომლისთვისაც არბენსის მთავრობას უკვე ჩამორთმეული ჰქონდა 225 000 აკრი (910 კმ²) დაუმუშავებელი მიწა. იმით ნასიამოვნები გევარა, რომ ერის გზა ქვემოდან იმართებოდა, გვატემალაში დასახლდა, რაც „საუკეთესო იყო მისთვის, ყველაფერი სრულყოფილი რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა ნამდვილ რევოლუციონერად გახდომისთვის“.[38]

ქალაქ გვატემალაში, გევარამ გაიცნო ილდა გადეა აკოსტაპერუელი ეკონომისტი, რომელიც პოლიტიკურად მემარცხენე მიმართულების ამერიკის სახალხო-რევოლუციური ალიანსის (Alianza Popular Revolucionaria Americana APRA) წევრი იყო. მან გევარა არბენსის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურ შეხვედრებზე გაიცნო. ამის შემდეგ გევარა კავშირს ამყარებს კუბელ დევნილთა ჯგუფთან, რომლებიც ფიდელ კასტროსთან და 1995 წლის 26 ივლისს ქალაქ სანტიაგო-დე-კუბის მონკადას ყაზარმაზე თავდასხმასთან იყვნენ კავშირში. ამ პერიოდში, მას შეარქვეს თავისი ცნობილი ზედმეტსახელი „ჩე“ იმ მიზეზით, რომ ის ხშირად იყენებდა არგენტინულ კნინობით შორისდებულს ჩე (che), წოდებითი ბრუნვის ნაწილაკს, რომელიც გამოიყენებოდა ყურადღების მისაქცევად ან იმის დასადგენად, გაგებული იყო თუ არა ნათქვამი.[39]

წარუმატებელი აღმოჩნდა გევარას მცდელობები პარალელურად ემუშავა ექიმად, შესაბამისად, მისი ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად არასაიმედო იყო.[40] 1954 წლის 15 მაისს, პუერტო-ბარიოსში შემოვიდა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიისგან არბენსის მთავრობისთვის გამოგზავნილი შკოდას ფირმის ქვეითთა და მსუბუქი არტილერიის შეიარაღება.[41] ამან კი გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში შემოიჭრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ დაფინანსებული არმია, რომელმაც არბესნის მთავრობა დაამხო და პრეზიდენტად მემარჯვენე დიქტატორი კარლოს კასტილიო არმასი დასვა.[38] აღგზნებული გევარა მზად იყო არბენსის მხარდამხარ ებრძოლა და ამ მიზნით შეუერთდა ახალგაზრდა კომუნისტების მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ მილიციას, მაგრამ ამ ჯგუფის უმოქმედობით იმედგაცრუებული ჩე მალევე სამედიცინო მოვალეობებს დაუბრუნდა. სახელმწიფო გადატრიალების მსვლელობისას, ის კვლავ მზად იყო ებრძოლა როგორც მოხალისეს, მაგრამ მალევე, მექსიკის საელჩოში თავშეფარებულმა არბენსმა მის უცხოელ მხარდამჭერებს ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა. გევარას დაჟინებული მოწოდებები წინააღმდეგობის გაწევისა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა გადატრიალების მომხრეთათვის, შედეგად იგი მკვლელობის სამიზნედ იქნა ამოღებული.[42] მას შემდეგ რაც ილდა გადეა დააპატიმრეს, გევარამ თავშესაფარი არგენტინის საკონსულოში ჰპოვა, სადაც ის მანამ დარჩა, სანამ სანამ რანდენიმე კვირის შემდეგ უსაფრთხო პასპორტს მიიღებდა, რის შემდეგაც მან მექსიკას მიაშურა.[43] 1955 წლის სექტემბერში, მექსიკაში, იგი გადეაზე დაქორწინდა.[44]

არბენსის რეჟიმის დამხობის შემდეგ, გევარას შეხედულებაში, აშშ სამუდამოდ ჩამოყალიბდა როგორც იმპერიალისტური ძალაუფლება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და ანადგურებდა იმ მთავრობებს, რომლებსაც სოციოეკონომიკური უთანასწორობის გამოსწორება სურდათ, რაც განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და სხვა განვითარებად ქვეყნებში იგრძნობოდა. ამ გადატრიელებაზე საუბრისას, გევარა შენიშნავდა:

უკანასკნელი ლათინოამერიკული რევოლუციური დემოკრატია — ხაკობი არბენსის რეჟიმი — აშშ-ის წინასწარგანზრახული აგრესიის შედეგად დაემხო. ამის აშკარა მეთაური იყო სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი, რომელიც უცნაური დამთხვევით, ამავე დროს იუნაიტედ ფრუტ კომპანის აქციონერი და ადვოკატი იყო[42]

გევარას რწმენით, შეიარაღებული ბრძოლით მიღწეული და შეიარაღებული მოსახლეობისგან დაცული მარქსიზმი, ერთადერთი გამოსავალი იყო ასეთი წყობის დასაცავად და გასაძლიერებლად.[45] მოგვიანებით გადეა წერდა: „სწორედ გვატემალაში დარწმუნდა ის საბოლოოდ შეიარაღებული ბრძოლისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ გალაშქრების აუცილებლობაში. რაც დრო გადიოდა, ის ამაში უფრო მეტად რწმუნდებოდა.“[46]

მეხიკო და სამზადისი

გევარა ილდა გადესათან ერთად ჩიჩენ-იცასთან, მათი თაფლობისთვის მოგზაურობისას

1954 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩე გევარა მეხიკოში ჩავიდა, სადაც ცენტრალური საავადმყოფოს ალერგიის განყოფილებაში მუშაობდა. დამატებით, ის მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლექციებს ატარებდა და ლათინური ახალი ამბების სააგენტოში ფოტოგრაფად მუშაობდა.[47] როგორც მისი პირველი ცოლი ილდა თავის მემუარულ ნაწარმოებში ჩემი ცხოვრება ჩესთან ერთად შენიშნავს, ამ დროს ჩემ აფრიკაში ექიმად სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, რითაც ის აგრძელებდა იმ ღრმა წუხილს მის გარშემო არსებულ სიღარიბეზე, რასაც ის ყოველთვის განიცდიდა..[48] თავდაპირველად, ჰილდა აღწერს გევარას აკვიატებულ აზრებს მის მასპინძელ ხანშიშესულ მოხუც ქალზე; შენიშნავს, რომ ის მას უყურებდა როგორც „ყველაზე მეტად დავიწყებულ და ექსპლუატირებულ კლასის წარმომადგენელს“. მოგვიანებით, ილდამ იპოვა პოემა, რომელიც ჩემ ამ მოხუც ქალს მიუძღვნა, შეიცავდა „პირობას უკეთესი მსოფლიოსათვის ბრძოლისათვის, უკეთეს ცხოვრებას ყველა ღარიბისა და ექსპლუატირებულისთვის“.[48]

1953 წელს ფიდელ კასტროს გარშემო შემოკრებილი კუბელი ნაციონალისტების მიერ შექმნილი 26 ივლისის მოძრაობის დროშა

ამ დროის განმავლობაში, მან განაახლა მეგობრობა ნიკო ლოპესთან და სხვა კუბელ დევნილებთან, რომლებიც გვატემალაში გაიცნო. ნიკომ მას რაულ კასტრო გააცნო, რომელმაც თავის მხრივ შემდეგში ჩეს თავის უფროსი ძმა, ფიდელ კასტრო გააცნო — რევოლუციური ლიდერი, რომელმაც ჩამოაყალიბა 26 ივლისის მოძრაობა და რომელიც ახლა დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობის გეგმას ადგენდა. ფიდელთან პირველი შეხვედრის ღამის ხანგრძლივი საუბრის დროს, გევარამ დაასკვნა, რომ კუბის შემთხვევა ერთ-ერთი მათგანი იყო, რასაც ის ამდენ ხანს ეძებდა და ჯერ კიდევ განთიადამდე, ხელის მოწერით დაადასტურა 26 ივლისის მოძრაობაში შესვლა.[49] მიუხედავად იმისა, რომ ისინი პიროვნულად განსხვავდებოდნენ, ამ მომენტიდან ჩემ და ფიდელმა მეგობრობა დაიწყეს, რასაც მათი ბიოგრაფი სიმონ რეიდ-ჰენრი უწოდებს „რევოლუციურ მეგობრობას, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო“, რაც იქნებოდა მათი საერთო ვალდებულების შედეგი იმპერიალიზმის წინააღმდეგ.[50]

თავის ცხოვრების ამ ეტაპზე, გევარას მიაჩნდა, რომ აშშ აკონტროლებდა კონგლომერატებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერდა რეპრესიულ რეჟიმებს. ამ შეხედულებით, ბატისტა მას მიაჩნდა „აშშ-ის მარიონეტად, რომლელსაც თოკების შეჭრა ესაჭიროებოდა“.[51] მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებათა სამხედრო ექიმობას ლამობდა, გევარა მოძრაობის სხვა წევრების გვერდით სამხედრო წვრთნებშიც მონაწილეობდა. სწავლების მთავარი ნაწილი ეხებოდა დარტყმისა და უკან დახევის ტაქტიკას პარტიზანულ ომში. გევარამ სხვებთან ერთად ფეხით გაიარა 15 საათიანი მარშრუტი ციცაბო მთებში; გადაკვეთა მდინარეები, ხშირი ბუჩქნარი და შედეგად, ისწავლა და სრულყო ჩასაფრებისა და სწრაფი უკანდახევის პროცედურები. წვრთნების დასაწყისიდანვე გევარა ალბერტო ბაიოს „რჩეული სტუდენტი“ გახდა ყველა სხვა დანარჩენს შორის, რომელმაც ყველა დავალებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.[52] კურსების დასრულებისას, მათი ინსტრუქტორი, გენერალი ბაიო მას „მათ შორის საუკეთესო პარტიზანს“ უწოდებდა.[53]

კუბის რევოლუცია

შეჭრა, პარტიზანული ომი და სანტა-კლარა

კუბის რუკა. ნაჩვენებია ადგილი, რომელსაც „გრანმა“ მიადგა
ჯორზე ამხედრებული გევარა, ლას-ვილიასის პროვინცია, კუბა, 1958 წლის ნომბერი
სიერა-მაესტრის ხედი

კასტროს გეგმის პირველი ნაბიჯი იყო მექსიკიდან კუბაზე შეტევა გრანმით — მოძველებული კაბინიანი კრუიზერით. 1956 წლის 25 ნოემბერს ისინი კუბისკენ გაემგზავრნენ. გადასხდომიდან სულ მალე, მათ ბატისტას სამხედროებმა შეუტიეს, რა დროსაც ორივე მხრიდან 82 კაცი დაიღუპა ან დატყვევების შემდეგ დახვრიტეს.[54] როგორც გევარა წერდა, სწორედ ამ სისხლიან ბრძოლაში გადააგდო მან თავისი სამედიცინო დახმარების ყუთი და სანაცვლოდ, ხელში გაქცეული ამხანაგის დავარდნილი ჭურვი აიღო, რითაც სიმბოლურად დასრულდა მისი გარდასახვა ექიმიდან მებრძოლში.

გადარჩენილ რევოლუციონერთა მხოლოდ მცირე დაჯგუფებამ თავი სიერა-მაესტრას მთების სიღრმეს შეაფარა და ხელახლა შეჯგუფება დაიწყო, სადაც მათ მხარდაჭერა მიიღეს ფრანკ პაისის საქალაქო პარტიზანული ომის ქსელისგან, 26 ივლისის მოძრაობისგან და ადგილობრივი გლეხობისგან. დაჯგუფების უკან დახევის შემდეგ სიერა-მაესტრას მთებში, მთელი მსოფლიო ბჭობდა ცოცხალი იყო თუ არა კასტრო, მაგრამ მითქმა-მოთქმას ბოლო 1957 წლის დასაწყისში მოეღო, როდესაც ნიუ-იორკ ტაიმზში ჰერბერთ მეთიუსის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიაში წარმოდგენილი იყო კასტროსა და პარტიზანული ომის მტკიცე, თითქმის მითიური სურათი. ინტერვიუში გევარა არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ უახლოეს თვეებში მან მკაფიოდ გააანალიზა მედიის მნიშვნელობა მათს ბრძოლაში. ამასობაში, საკვების მარაგები გამოილია, დაეცა მორალური მდგომარეობაც; მწერების დაკბენის შედეგად გევარას ალერგია განუვითარდა, რამაც სხეულზე აუტანელი, კაკლის ზომის ბუშტები გამოიწვია;[55] ამ პერიოდს ჩე „ომის ყველაზე მტანჯველ დღეებად“ მიიჩნევდა.[56]

სიერა-მაესტრას მთებში, ღარიბ გლეხებს შორის მალულად ცხოვრებისას, ჩე გევარამ აღმოაჩინა, რომ აქ არც სკოლები იყო, არც ელექტროენერგია, არც ჯანდაცვის მინიმალური საშუალებები, მოზარდთა 40%-ზე მეტი კი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ომის მსვლელობისას, გევარა აჯანყების განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც „კასტროს თავდაჯერებულობას მატებდა კომპეტენტურობით, დიპლომატიითა და მოთმინებით“.[5] გევარამ ყუმბარების საწარმოებლად შექმნა ფაბრიკები, ააშენა პურის საცხობი ღუმლები, ახალწვეულებს ასწავლა სხვადასხვა ტაქტიკები და ორგანიზება გაუკეთა სკოლების მოწყობას, რომლებშიც უწიგნურ გლეხებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ.[5] გარდა ამისა, გევარამ დააარსა ჯანდაცვის კლინიკები, სამხედრო ტაქტიკის სასწავლო საამქროები და გაზეთი, რომელსაც ინფორმაცია უნდა გაევრცელებინა.[57] როგორც ერთმა კაცმა, სამი წლის შემდეგ ჟურნალ ტაიმს განუცხადა: „კასტროს ტვინი“, ამ მომენტიდან ფიდელმა არმიის მეორე დანაყოფის კომანდანტეს (სარდალი) რანგში აიყვანა.[5]

გევარა, როგორც ერთადერთი კომანტანდე ფიდელ კასტროს შემდეგ, სასტიკი პედანტი იყო, რომელიც ხანდახან განდგომილებს ესროდა კიდეც. დეზერტირებს, როგორც მოღალატეებს სჯიდნენ, გევარა როგორც წესი, მათი ნაკვალევის საძებნად ბრიგადებს გზავნიდა.[58] შედეგად, თავისი სისასტიკითა და ულმობელებით ჩე ყველას შიშის ზარს სცემდა.[59] პარტიზანული ომის კამპანიისას, გევარა ასავე პასუხისმგებელი იყო სიკვდილით დაესაჯა ინფორმატორობაში, დეზერტირობასა და ჯაშუშობაში ბრალდებულნი.[60] თავის დღიურებში, იგი იხსენებს პირველ ასეთ შემთხვევას, როდესაც სიკვდილით დასაჯა ეუტიმიო გერა — არმიის მეგზური გლეხი, რომელსაც ბრალად ედებოდა ღალატი, ის ათი ათასი პესოს დაპირების სანაცვლოდ მზად იყო კუბის საჰაერო ძალებისთვის აჯანყებულების ადგილმდებარეობა ეცნობებინა.[61] ინფორმაციის გაჟონვის გამო ბატისტას არმია აჯანყებულების მიმართ კეთილგანწყობილი გლეხების სახლებს ცეცხლს აძლევდა.[61] გერას თხოვნაზე, „სწრაფად მოეღოთ მისი სიცოცხლისთვის ბოლო“,[61] ჩემ წინ წაიწია და მას თავში ესროლა, როგორც შემდეგში წერდა „სიტუაცია საკმაოდ უსიამოვნო იყო ხალხისთვისაც და ეუტიმოსთვისაც, ამიტომ მე მას a .32 პისტოლეტით ტვინის მარჯვენა ნაწილში ვესროლე, ისე რომ ტყვიამ მარჯვენა საფეთქელთან დასვა ნახვრეტი“.[62] მოგვიანებით, გევარამ ერთი შემთხვევის ლიტერატურული ანგარიში გამოაქვეყნა სათაურით „მოღალატის სიკვდილი“, სადაც მან ერთ-ერთ ქვეთავში „რევოლუციური იგავი მსხვერპლად შეწირვით გამოსყიდვის შესახებ“ ეუტიმიოს მუხანათობა და სიკვდილისწინა თხოვნა ახსნა სიტყვებით: „რევოლუცია ზრუნავს თავის პირმშოზე“.[62]

ჩიბუხით პარტიზანული ომის ბაზაში, სიერა-დელ-ესკამბრაის მთებში

მიუხედავად იმისა, რომ მომთხოვნისა და ულმობელის მიდრეკილებებს ინარჩუნებდა, გევარა თავის, როგორც სარდლის როლს რიგით მასწავლებლადაც ხედავდა, ჯარისკაცებს საქმეებს შორის შესვენებისას რობერტ ლუის სტივენსონის, სერვანტესისა და ესპანური ლირიკის კითხვით ართობდა.[63] ამ როლითა და ხოსე მარტის პრინციპით „წიგნიერება საზღვრებს გარეშე“ შთაგონებული გევარა თანდათან დარწმუნდა, რომ მის მებრძოლებს ყოველდღიურად დრო უნდა გამოენახათ იმ გაუნათლებელი გლეხებისათვის წერა-კითხვის სასწავლად, რომლებთანაც ისინი ცხოვრობდნენ, რასაც გევარა „უმეცრების წინააღმდეგ ბრძოლას“ უწოდებდა.

მისი კომანდორ-ოფიცერი ფიდელ კასტრო გევარას აღწერდა როგორც ინტელგენტს, გამბედავს, სამაგალითო ლიდერს, რომელსაც „მთელს მის ჯარში უდიდესი მორალური ავტორიტეტი ჰქონდა“.[64] კასტრო ასევე შენიშნავდა, რომ გევარა საკმაოდ ბევრ რისკს იღებდა თავის თავზე და მუდამ ჰქონდა „მიდრეკილება გამბედაობისკენ“.[65] გევარას მოზარდი თანაშემწე, ხოელ იგლესიასი თვის დღიურებში სწორედ ასეთ ქმედებებს აღწერს ზედმიწევნით და შენიშნავს, რომ გევარას ქცევა ბრძოლაში, მოწინააღმდეგეთა აღფრთოვანებასაც კი იწვევდა. ერთგან იგლესიასი იხსენებს იმ შემთხვევას, როდესაც ის ბრძოლაში დაიჭრა: „ჩემ მოირბინა ჩემთან, ტყვიები ამომიღო, მხარზე გადამიკიდა და იქიდან გამიყვანა. გვარდიელებმა მისთვის ცეცხლის გახსნა ვერ გაბედეს... მოგვიანებით, როგორც მათ მითხრეს, მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემკენ გამოქცეულმა ჩემ, რომელსაც იარაღიც კი ხელში ჭერის ნაცვლად ქამარში გაერჭო და ყველანაირი შიში დაევიწყებინა, რომ სროლაც კი ვერ გაუბედეს“.[66]

1958 წლის თებერვალში, გევარას ძალისხმევით შეიქმნა პირატული რადიოსადგური „რადიო რებელდე“ (აჯანყებულთა რადიო), რომელიც კუბელ ხალხს აწვდიდა ახალ ამბებს, 26 ივლისის მოძრაობის განცხადებებს და უზრუნველყოფდა რადიოსატელეფონო კომუნიკაციას მთელი კუნძულის მასშტაბით მზარდ აჯანყებულ შენაერთებს შორის. რადიოს შექმნა გევარას გვატემალის გამოცდილებამ შთააგონა, სადაც მან დაინახა თუ როგორი ეფექტური გავლენა მოახდინა პრეზიდენტ ხაკობო არბენს გუსმანის რეჟიმის დამხობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გადაცემულმა რადიომ.[67]

1958 წლის ივლისის ბოლოს, ჩე გევარამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ლას-მერსედესის ბრძოლაში, სადაც მან თავის დანაყოფთან ერთად ბატისტას გენერალ კანტილიოს 1 500 კაციანი ძალა შეაჩერა, რომელიც კასტროს ძალების ალყაში მოქცევას და განადგურებას გეგმავდა. ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის საზღვაო კორპუსის გენერალმა ლარი ბოკმენმა ამ ბრძოლაში ჩეს ტაქტიკური სვლა გააანალიზა და აღწერა როგორც „ბრწყინვალე“.[68] ამ დროის განმავლობაში, გევარა ასევე გახდა ბატისტას არმიაზე შეტევებისა და უკან დახევის ტაქტიკების „ექსპერტი“, ამის შემდეგ კი უკან, სოფელში დაბრუნდა, სანამ არმია კონტრშეტევას შეძლებდა.[69]

გრძელდებოდა რა ომი, გევარა მებრძოლთა ახალ შენაერთს დასავლეთით, ჰავანაზე საბოლოო დარტყმის მიზნით გაუძღვა. ისინი რთულ, 7 კვირიან გზას ფეხით გაუდგნენ, გადაადგილდებოდნენ მხოლოდ ღამით და ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერს არ ჭამდნენ.[70] 1958 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში, გევარას ამოცანა იყო ლას-ვილიასის პროვინციის აღება, რითაც ის კუნძულს შუაზე გახლეჩდა. ამ დღეების განმავლობაში, მან აღასრულა „ბრწყინვალე ტაქტიკური გამარჯვებები“, რითაც მთელს პროვინციაზე კონტროლო დაამყარა, გარდა დედაქალაქ სანტა-კლარასი.[70] ამის შემდეგ, გევარამ თავის „თვითმკვლელი რაზმით“ სანტა-კლარას შეუტია, რაც რევოლუციის გადამწყვეტი, ფინალური სამხედრო გამარჯვება აღმოჩნდა.[71][72] ბრძოლამ ექვს კვირას გასტანა. ჩეს საბოლოო გამარჯვება, მიუხედავად მოწინააღმდეგის რიცხოვნული უპირატესობისა პროპორციით 10:1, ზოგიერთი დამკვირვებლის შეფასებით, დღემდე რჩება „ძალების შესანიშნავ გამოჩენად თანამედროვე პარტიზანულ ომში“.[73]

სანტა-კლარას ბრძოლის შემდეგ, 1959 წლის 1 იანვარი
ფიდელ კასტრო და ჩე გევარა მარშის დროს, ჰავანა

1958 წელს, ახალი წლის წინა დღეს, რადიო რებელდემ გადასცა პირველი ცნობები გევარას რაზმის მიერ სანტა-კლარას აღების შესახებ. საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ რეჟიმის მიერ ძლიერ კონტროლირებადი ნაციონალური მედია-საშუალებები, რომლებიც ბრძოლაში გევარას დაღუპვის შესახებაც კი იუწყებოდნენ. 1959 წლის 1 იანვრის დღის 3 საათზე, ფულხენსიო ბატისტამ შეიტყო რა, რომ მისი გენერლები გევარასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, საკუთარი თვითმფრინავით, ჰავანიდან დომინიკელთა რესპუბლიკაში გაიქცა, თან წაიღო „მექრთამეობითა და გადასახადებით დაგროვილი 300 000 000 აშშ დოლარზე მეტი“.[74] მომდევნო დღეს, 2 იანვარს, საბოლოო კონტროლის ასაღებად გევარა დედაქალაქ ჰავანაში შევიდა.[75] ფიდელ კასტროს ჩამოსასვლელად 6 დღე დასჭირდა, რადგან რამდენიმე დიდ ქალაქში იგი მხარდამჭერთა აქციებზე შეყოვნდა, მაგრამ 1959 წლის 8 იანვარს ის გამარჯვებით შევიდა კუბის დედაქალაქში. 1959 წლის იანვრის შუა რიცხვებში, ასთმის სასტიკი შეტევების მოსაგერიებლად, გევარა ტარარას საზაფხულო ვილაში წავიდა საცხოვრებლად.[76] აქვე მან დაიწყო ტარარას ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც განიხილავდა და აყალიბებდა კუბის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ახალ გეგმებს.[77] ამავე დროს, ტარარაში ყოფნის დროს ჩემ თავისი წიგნის — პარტიზანული ომის წერა დაიწყო.[77]

თებერვალში, რევოლუციურმა მთავრობამ გევარა „დაბადებიდან კუბის მოქალაქედ“ გამოაცხადა, რითაც აღიარებდა მის როლს ტრიუმფალურ გამარჯვებაში.[78] მანამდე, იანვრის ბოლოს, როდესაც ილდა გადეა კუბაში ჩავიდა, გევარამ მას განუცხადა, რომ სხვა ქალით იყო გატაცებული; განქორწინებაზე ორივე თანახმა იყო[79] და პროცესი საბოლოოდ 22 მაისს დასრულდა.[80] 1959 წლის 2 ივნისს, ჩემ 26 ივლისის მოძრაობის კუბელ წევრზე — ალეიდა მარჩზე იქორწინა, რომელთანაც ის 1958 წლის ბოლოდან ცხოვრობდა. ივნისშივე წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად ზღვისპირა სოფელ ტარარაში გაემგზავრა.[81] შვილები გევარას ორივე ქორწინებიდან ყავდა: ილდა გადეასთან (იქორწინა 1955 წლის 18 აგვისტოს; გაეყარა 1959 წლის 22 მაისს) ილდა ბეატრის გევარა გადეა — დაიბადა 1956 წლის 15 თებერვალს მეხიკოში, გარდაიცვალა 1995 წლის 21 აგვისტოს ჰავანაში; ალეიდა მარჩთან (იქორწინა 1959 წლის 2 ივნისს) კი ალეიდა გევარა მარჩი — დაიბადა 1960 წლის 24 ნოემბერს ჰავანაში, კამილო გევარა მარჩი — დაიბადა 1962 წლის 20 მაისს ჰავანაში, სელია გევარა მარეჩი (დ. 1963 წ. 14 ივნისი, ჰავანა) და ერნესტო გევარა მარჩი (დ. 1965 წლის 24 თებერვალი, ჰავანა). გარდა ამისა, გევარას ასევე ყავდა ერთი ქორწინებისგარეშე შვილი — ომარ პერესი, რომელიც მას ლილია როსა პერესთან შეეძინა 1964 წლის 19 მარტს ჰავანაში.[82]

ლა-კაბანია, მიწის რეფორმა და წიგნიერება

(მარჯვნიდან მარხცნივ) აჯანყებულთა ერთ-ერთი ლიდერი კამილო სიენფუეგოსი, კუბის პრეზიდენტი მანუელ ურუტია და ჩე გევარა, 1959 წლის იანვარი

პირველი პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ექნათ ბატისტას დატყვევებული ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც სასტიკ რეპრესიებზე იყვნენ პასუხისმგებელნი.[83] ბატისტას დიქტატურის წინააღმდეგ აჯანყების პერიოდში, არმიის გენერალურმა სარდლობამ, რომელსაც ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა, წარმოადგინა XIX საუკუნეში გათავისუფლებული ტერიტორიების სისხლის სამართლის კანონი, რომელსაც ლეი დე ლა სიერას (Ley de la Sierra — სიერას კანონები) უწოდებდნენ.[84] ეს კანონი უკიდურესად მძიმე კრიმინალისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, იქნებოდა ის ჩადენილი ბატსტას რეჟიმის თუ რევოლუციის მხარდამჭერთა მიერ. 1959 წელს, რევოლუციურმა მთავრობამ ეს კანონი მთელს რესპუბლიკაზე განავრცო. კუბის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამ ნაბიჯს მხარს უჭერდა მოსახლეობის უმრავლესობა და ის იგივე პროცედურებით ჩატარდებოდა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ მოწყობილი ნიურნბერგის პროცესი.[85]

ამ გეგმის განხორციელების ერთ ნაწილში, კასტომ გევარა ხუთი თვით დანიშნა ლა-კაბანიის ციხესიმაგრის საპყრობილის კომანდირად.[86] მას ევალებოდა ბატისტას არმიის გასუფთავება და გამარჯვების განმტკიცება გადაჭარბებული „რევოლუციური სამართლიანობით“, ძირითადად მათ წინააღმდეგ, ვინც ბრალდებული იყო ღალატში, ინფორმატორობასა (chivatos) და ომის კრიმინალში.[87] ლა-კაბანიის მეთაურის მოვალეობის შესრულებისას, გევარა განიხილავდა რევოლუციური სასამართლოს პროცესში დამნაშავედ ცნობილთა მიმართვებს.[6] ზოგიერთ შემთხვევაში, ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენი ჯგუფურად დახვრეტით სიკვდილს ითვალისწინებდა.[88] როგორც კუბის იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი, რაულ გომეს ტრეტო აცხადებდა, ასეთი განაჩენის გამამართლებელი საბუთი იყო მოქალაქეების დაცვა თვითმკვლელობისგან, როგორც ეს მოხდა ოცი წლის წინ, მაჩადოს წინააღდმეგ აჯანყების დროს.[89] ბიოგრაფები შენიშნავენ, რომ 1959 წლის იანვარში, კუბის მთელი საზოგადოება „ლინჩის განწყობაზე“[90] იყო და როგორც იმ დროის მიმოხილვები აჩვენებენ, მოსახლეობის 93%-ისთვის ტრიბუნალის გადაწყვეტილებები მისაღები იყო. უფრო მეტიც, 1959 წლის 22 იანვარს, აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია „Universal Newsreel“-მა გადასცა ფიდელ კასტროს მიმართვა დაახლოებით ერთი მილიონი კუბელის წინაშე იმის თაობაზე, ემხორბოდნენ თუ არა ისინი ამ სასიკვდილო განაჩენებს, როდესაც მთელმა ბრბომ დაიღრიალა "¡Si!" (დიახ).[91] დაახლოებით 20 000 კუბელი გამოესალმა სიცოცხლეს ბატისტასთან მოთანამშრომლეთა ხელიდან,[92] ომის ბევრ კრიმინალს მიესაჯა წამებითა და სხვა ფიზიკური მანიპულაციებით სიკვდილი,[6] ახალი მთავრობა კი სიკვდილით დასჯებს აგრძელებდა, რაც ნათლად გამოიხატებოდა ბრბოთა ღრიალში — "¡paredón!" (კედელთან), რასაც ბიოგრაფი ხორხე კასტანიედა „სამართლებრივი გარანტიების უპატივცემულობას“ აფასებს.[93]

„ჯერ კიდევ ვეძებ თუნდაც ერთადერთ სანდო წყაროს, სადაც მითითებულია, რომ ჩე სიკვდილით დასჯებს თავის ხელით აღასრულებდა. ის ადამიანები, რომელიც რომელიც გევარას მიერ ან მისი ბრძანებით იქნენ სიკვდილით დასჯილნი, ბრალდებულნი იყვნენ მასიურ კრიმინალში, რის გამოც მათ სიკვდილი ომის ან მის შემდგომ მიესაჯათ: დეზერტირობის, ღალატის, გაქცევის, წამების ან მკვლელობისთვის. მინდა დავამატო, რომ ჩემმა კვლევებმა ხუთ წელს გასტანა და მათ შორის მოიცავდა კასტროს მოწინააღმდეგე კუბელ-ამერიკელ დევნილებს მაიამისა და სხვაგან“.

— ჯონ ლი ანდერსონი. ავტორი წიგნისა: ჩე გევარა − რევოლუციონერის ცხოვრება.[94]

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ანგარიშებში განსხვავებული მონაცემებია, შეფასებულია, რომ ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული კაცი იქნა სიკვდილით დასჯილი, მათ შორის, გევარას იურისდდიქციის ქვეშ მყოფ ლა-კაბანიის ციხესიმაგრეში 55 — 164 ადამიანი დაიღუპა.[95] დღემდე კამათის საგანია თუ როგორი იყო გევარას პოზიცია ლა-კაბანიის სიკვდილით დასჯებთან მიმართებაში. როგორც ზოგიერთი გადასახლებული ოპოზიციონერი ბიოგრაფი იუწყება, დახვრეტის რიტუალების ორგანიზებას გევარა აკეთებდა და ხშირად მასში თავადაც სიამოვნებით მონაწილეობდა, მაშინ, როდესაც სხვები იმაზე მიუთითებენ, რომ გევარამ იმდენი პატიმარი შეიწყალა, რამდენიც შეეძლო.[96] მაგრამ, რაზეც ორივე მხარე თანხმდება ისაა, რომ გევარა „გამოწრთობილი“ კაცი გახდა, რომელსაც ეჭვი არ ეპარეობდა სიკვდილით დასჯებისა და კოლექტიური სასამართლოების სამართლიანობაში, რადგან ერთადერთი გზა „რევოლუციის დასაცავად იყო მისი მტრების მოსპობა, მას ეს შეხედულება ვერ შეაცვლევინა ვერც ჰუმანისტურმა და ვერც პოლიტიკურმა არგუმენტებმა“.[97] ეს ასევე დამტკიცდა 1959 წლის 5 თებერვალს გევარას მიერ ბუენოს-აირესში, ლუის პარადეს ლოპესისადმი მიწერილ წერილში, სადაც ის ცხადად ახსენებს, რომ „დახვრეტები არა მხოლოდ აუცილებელია კუბელი ხალხისთვის, არამედ ის მათდამი ერთგვარი კომპენსაციაცაა“.[98]

გევარა თავის ჩვეულ ფორმაში — ჯარისკაცის მწვანე ზეთისხილისფერ სამხედრო სამოსსა და ბერეტში

„რევოლუციურ სამართლიანობაში“ დარწმუნებული გევარას სხვა მთავარი, პირველადი ამოცანა იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის დაწყება. რევოლუციის წარმატებიდან სულ მოკლე ხანში, 1959 წლის 27 იანვარს, გევარას მიერ წარმოთქმულ ერთ-ერთ საყურადღებო მოხსენებაში ის საუბრობდა „აჯანყებულთა არმიის სოციალურ იდეებზე“. ამავე მოხსენებაში მან გაახმოვანა, რომ კუბის ახალი მთავრობის მთავარი საზრუნავი იყო „სოციალური სამართლიანობა, რომელიც მიწის ახალ გადანაწილებას უნდა მოეტანა“.[99] რამდენიმე თვის შემდეგ, 1959 წლის 17 მაისს, ძალაში შევიდა გევარას მიერ წარმოდგენილი მიწის რეფორმის ახალი კანონი, რომელიც ყველა მეურნეობას მაქსიმალურ ტერიტორიად 1 000 აკრს (4 კმ²) უწესებდა. ნებისმიერი მფლობელობა, რომელიც ამ ლიმიტს დაარღვევდა, მთავრობის მიერ ექსპროპრორებული იქნებოდა და ის ან გლეხებს გადაუნაწილდებოდა, თითოეულს 67 აკრი, ან სახელმწიფო კომუნებს გადაეცემოდა.[100] კანონი ასევე ითვალისწინებდა, რომ შაქრის ლერწმის პლანტაციის მფლობელი ვერ იქნებოდა უცხოელი.[101]

1959 წლის 12 ივნისს, კასტრომ გევარა სამთვიან მისიაში გააგზავნა ბანდუნგის პაქტის 14 ქვეყანასა (მაროკო, სუდანი, ეგვიპტე, სირია, პაკისტანი, ინდოეთი, შრი-ლანკა, ბირმა, ტაილანდი, ინდონეზია, იაპონია, იუგოსლავია, საბერძნეთი) და ასევე ქალაქ სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.[102] გევარას ჰავანიდან გამგზავრების შემდეგ, კასტრომ თითქოს საკუთარი თავის დისტანცია დაიჭირა ერნესტოსა და მისი მარქსისტული სიმპატიებისგან, რაც ასე აშფოთებდა როგორც აშშ-ს, ისე კასტროს 26 ივლისის მოძრაობის ზოგიერთ წევრს.[103] გევარამ იაპონიაში 12 დღე დაჰყო (15–27 ივლისი) და მონაწილეობა მიიღო კუბასა და იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებებში. ვიზიტისას, მან უარი თქვა მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ჯარისკაცთა მიმართ პატივისცემის გამომხატველ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლასა და გვირგვინის დადებაზე, რადგან შენიშნავდა, რომ „იაპონელმა იმპერიალისტებმა მილიონობით აზიელი მოკლეს“.[104] სანაცვლოდ, გევარამ მოითხოვა ჰიროსიმას მონახულება, სადაც ამერიკელმა სამხედროებმა 14 წლით ადრე ატომური ბომბი ჩამოაგდეს.[104] მიუხედავად იმპერიული იაპონიის გაკიცხვისა, ამ დაბომბვებისათვის გევარა პრეზიდენტ ტრუმენს „პირქუშ მასხარას“ უწოდებდა;[105] ჰიროსიმას მსოფლიო მშვიდობის მემორიალური მუზეუმის მონახულების შემდეგ, მან კუბაში საფოსტო ბარათი გაგზავნა, სადაც ის იუწყებოდა — „იმისათვის რომ უკეთ იბრძოლო მშვიდობისთვის, ერთხელ მაინც უნდა ნახო ჰიროსიმა“.[106]

1959 წლის სექტემბერში, გევარას კუბაში დაბრუნებისას, უკვე აშკარა იყო, რომ კასტრო ახლა ბევრად მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობდა. სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის ფარგლებში, მთავრობას უკვე დაეწყო მიწების კონფისკაცია, მაგრამ მიწის მესაკუთრეთათვის კომპენსაციის გადახდის პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებდა, სანაცვლოდ კი სთავაზობდა ნაკლებ საინტერესო „თავდებს“; ამ ნაბიჯმა აშშ-ის განგაში გამოიწვია. ამ რეფორმით დაზარალებულმა კამაგუეის მდიდარმა მესაქონლეებმა მიწის ახალი გადანაწილების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს; ახლადაჯანყებული უკმაყოფილო ხალხის ლიდერი უბერ მატოსი 26 ივლისის მოძრაობის ანტი-კომუნისტურად განწყობილ ფრთას შეუერთდა და ერთად დაიწყეს „კომუნისტური ხელყოფის“ კრიტიკა.[107] ამ პერიოდში, დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორმა, რაფაელ ტრუხილიომ მისსავე ქვეყანაში მოქმედ „კარიბის ანტი-კომუნისტურ ლეგიონს“ დახმარება შესთავაზა. ეს მარავალეროვნული ძალა, რომელიც ძირითადად ესპანელებისა და კუბელებისაგან, თუმცა ასევე ხორვატიელების, გერმანელების, ბერძნებისა და მემარჯვენეს დაქირავებული მებრძოლებისგან შედგებოდა, კასტროს ახალი რეჟიმის დამხობას გეგმავდა.[107]

ასეთმა საფრთხეებმა უფრო მოიმატა მას შემდეგ, რაც 1960 წლის 4 მარტს, ჰავანის უბეში, ორმა მასიურმა აფეთქებამ გაანადგურა ფრანგული ფრეგატი ლა-კუბღი (La Coubre), რომელსაც ანტვერპენის პორტიდან ბელგიური იარაღი შემოჰქონდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 76 და დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება თავად გევარამ აღმოუჩინა. კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ „ტერორისტულ აქტში“ დაუყოვნებლივ დაადანაშაულა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და უახლესი რამდენიმე დღე დაღუპულთა პატივსაცემად ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.[108] სწორედ ხსოვნიდადმი მიძღვნილი მოვალეობის შესრულებისას გადაუღო ალბერტო კორდამ ჩე გევარას სახელგანთქმული ფოტო, რომელსაც ამჟამად გერილიერო ეროიკოს (Guerrillero Heroico) უწოდებენ.[109]

გევარა მეუღლესთან, ალეიდა მარჩთან (მარჯვნივ) ერთად ჰავანის ქუჩაში, 1960 წ.

აღნიშნული აქტები კასტრომ სამომავლო კონტრ-რევოლუციის საფრთხედ აღიქვა და გევარას მიწის რეფორმის რადიკალურად დაჩქარება მოსთხოვა. ამ გეგმის განსახორციელებლად და რეფორმის მართვის მიზნით, შეიქმნა ახალი სამთავრობო ორგანო — სოფლის მეურნეობის რეფორმის ინსტიტუტი. სულ მალე ის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო უწყება გახდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გევარა, როგორც მრეწველობის მინისტრი.[101] ჩეს მმართველობისას, ინსტიტუტმა შექმნა საკუთარი, 100 000 კაციანი მილიცია, რომლის თავდაპირველი მოვალეობა იყო მთავრობის მიერ მიწის კონფისკაციის აღსრულება და შემდეგ მისი გადანაწილებისთვის თვალყურის დევნება, მოგვიანებით კი მისი ფუნქცია კოოპერატიული მეურნეობების დაარსება გახდა. ჩამორთმეულმა მიწის ფართობმა 480 000 აკრი (1 900 კმ²) შეადგინა, რაც ძირითადად აშშ-ის კორპორაციებს ეკუთვნოდა.[101] თვეების შემდეგ, შტატების პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა სამაგიეროს გადახდის მიზნით მკვეთრად შეამცირა კუბური შაქრის ლერწმის იმპორტი, რის შემდეგაც, 1960 წლის 10 ივლისს, გევარას მოწოდებაზე საპრეზიდენტო სასახლის წინ 100 000 მუშა შეიკრიბა, რომელთაც მან სიტყვით მიმართა და აშშ-ის „ეკონომიკური აგრესიის“ დაგმობისკენ მოუწოდა.[110]

მიწის რეფორმის პარალელურად, ერთ-ერთი უპირველესი სფერო, რაზეც გევარა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა, იყო წიგნიერების დონის გაუმჯობესება. 1959 წლამდე, ოფიციალური მონაცემებით წერა-კითხვის დონე კუბაში 60–76% იყო, რისი ძირითად მიზეზი სასოფლო დასახლებებში განათლებისადმი დაბალი ხელმისაწვდომობა და მასწავლებელთა ნაკლებობა იყო.[111] შედეგად, გევარას დაჟინებული მოთხოვნითა და განკარგულებით, 1961 წელი „განათლების წლად“ გამოცხადდა, მობილიზებული იქნა 100 000 მოხალისე, რომლებიც ე. წ. „წიგნიერების ბრიგადებში“ გაერთიანდნენ და გაგზავნილ იქნენ სოფლებში სკოლების ასაგებად, ახალი მასწავლებელების მოსამზადებლად, მთავარი მიზანი კი მაინც უწიგნური გუახიროებსითვის (გლეხები) წერა-კითხვის სწავლება იყო.[111][112] გევარას შემდგომი, ბევრი ეკონომიკური ინიციატივისგან განსხვავებით, ეს კამპანია შეფასებულ იქნა, როგორც „შესანიშნავი წარმატება“.[111] კუბის წიგნიერების კამპანიის დასრულებისას, წერა-კითხვა შესწავლილი ჰქონდა 707 212 მოზარდს, რის შედეგადაც ქვეყანაში წიგნიერების მაჩვენებელმა 96%-ს მიაღწია.[111]

„გევარა ჩემთვის მამასავით იყო... ის მე მზრდიდა. ის ფიქრს მასწავლიდა. მან მე მასწავლა ყველაზე უმშვენიერესი რამ — იყო ადამიანი.“

— ურბანო (ლეონარდო ტამაიო), გევარას თანამებრძოლი კუბასა და ბოლივიაში.[113]

წერა-კითხვასთან ერთად, გევარა ასევე დაინტერესებული იყო დაეარსებინა საყოველთაო წვდომის უმაღლესი განათლების სისტემა. ამის მისაღწევად, ახალმა მთავრობამ უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავა პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა.[114] როდესაც ეს ახალი წინადადება გაჟღერდა, ლას-ვილიასის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, გევარამ მათ მიმართა, რომ ის დღეები, როდესაც „განათლება მხოლოდ თეთრი საშუალო კლასის პრივილეგია იყო“, უკვე წარსულს ჩაბარდა. როგორც მან აღნიშნა, „უნივერსიტატმა თავად უნდა დახატოს შავიც, მულატიც, მუშაც და გლეხიც“. მაგრამ თუ ეს ასე არ იქნებოდა, ის შიშობდა, რომ ხალხი თავად დაამტვრევდა მის კარებსაც და „მათს საყვარელ ფერებში შესრულებულ უნივერსიტეტის ნახატსაც“.[114]

„ახალი ადამიანი“, ღორების ყურე და კარიბის კრიზისი

შეხვედრა ფრანგ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებთან — ჟან პოლ სარტრთან და სიმონა დე ბოვუართან 1960 წლის მარტში. ესპანურის გარდა, გევარა თავისუფლად ფლობდა ფრანგულსაც.
გევარა ჰავანის სანაპიროსთან თევზაობისას, 1960 წლის 15 მაისი. ფიდელ კასტროსთან ერთდ, გევარა სამშობლოდან გაძევებულ მწერალს, ერნესტ ჰემინგუეის ეჯიბრებოდა ე. წ. „ჰემინგუეის თევზაობის პაექრობაში“
„კაცი მაშინ აღწევს თავის სრულ ადამიანურ მდგომარეობას, როდესაც ის არ მოქმედებს ისეთი ფიზიკური აუცილებლობით, რომ საკუთარი თავი ნივთივით გაყიდოს“ — ჩე გევარა, ადამიანი და სოციალიზმი კუბაში[115]

ამ ეტაპზე, გევარამ დამატებით მიიღო ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა. შედეგად, გევარა, რომელსაც ამავე დროს მრეწველობის მინისტრის პოსტიც ეკავა, თავის ძალაუფლების ზენიტში აღმოჩნდა, როგორც კუბის ეკონომიკის „ფაქტობრივი მეფე“.[110] მისი, როგორც ცენტრალუირ ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობა იყო ხელი მოეწერა კუბის ვალუტაზე, რომლის კუპიურებზეც მისი ხელმოწერა გამოისახებოდა. სრული სახელის ნაცვლად, ჩეკებზე მან მხოლოდ „ჩე“ მოაწერა.[116] ამ სიმბოლურმა ქმედებამ კუბის ფინანსური სექტორის ბევრი წარმომადგენელი აღაშფოთა, რადგან ამით გევარა მიუთითებდა თავის ზიზღზე ფულისა და მის მიერ მოტანილი კლასობრივი განსხვავებისადმი. როგორც გევარას დიდი ხნის მეგობარი რიკარდო როხო მოგვიანებით შენიშნავდა, „იმ დღეს, როდესაც მან ჩეკებზე ხელი მოაწერა როგორც ჩე, მან ზუსტად მიუთითა იმ ფართოდ გავრცელებულ რწმენაზე, რომ ფული წმინდა რამეა“.[117]

გევარას პირველი, ყველაზე სასურველი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ეხილა მატერიალური მოტივების აღძვრის შესუსტება მორალურის სასარგებლოდ, რაც თანხვედრაში მოდიოდა მის სიძულვილთნ სიმდიდრისადმი. იგი კაპიტალიზმს უყურებდა როგორც „მგლების შეჯიბრს“, სადაც „გამარჯვებული მხოლოდ ერთი გამოდიოდა, ისიც სხვების ხარჯზე“, ამიტომაც სურდა ეხილა „ახალი ქალისა და კაცის“ შექმნა.[118] გევარა განუწყვეტლივ ხაზს უსვამდა, რომ სოციალისტური ეკონომიკა „არ სწყალობდა ძალას, მსხვერპლშეწირვას, ომისა და ნგრევის რისკებს“ და მას თუ დაანგრევდა მხოლოდ „სიხარბე და ინდივიდუალური ამბიციები კოლექტივიზმის ნაცვლად“.[119] შესაბამისად, გევარას უპირველესი მიზანი გახდა „ინდივიდუალური ცნობიერებისა“ და ღირებულებების რეფორმა, რათა შეექმნა უკეთესი მუშები და მოქალაქეები.[119] მისი ხედვით, კუბელ „ახალ ადამიანს“ ექნებოდა იმის უნარი, რომ გაადაებიჯებინა ეგოტიზმისა და ეგოიზმისათვის, რაც მას ასე ეზიზღებოდა და რაც მხოლოდ კაპიტალისტური საზოგადოებების ინდივიდებისთვის იყო დამახასიათებელი.[119] „განვითარების“ ამ ახალი მეთოდის აღწერისას, გევარა ამბობდა:

დიდია განსხვავება თავისუფალ საწარმოო განვითარებასა და რევოლუციურ განვითარებას შორის. ერთ მათგანში, სიმდიდრე თავმოყრილია მთავრობის მეგობარი, კარგად მოსაქმე იღბლიანი უმცირესობის ხელში, მეორეში კი სიმდიდრე ხალხის მემკვიდრეობაა.[120]

გევარას აკვიატებული ჰქონდა ფრაზა „ინდივიდებისა და მასებს შორის ერთობა“ რომლის შემდგომი განუყრელი რამ მისი რწმენით, იყო და იქნებოდა მოხალისეობრივი შრომა. ამის საილუსტრაციოდ, გევარა თავად აძლევდა მაგალითს და დასვენების დღეებშიც „დაუსრულებლად მუშაობდა მინისტრის პოსტზე, მშენებლობაზე და შაქრის ლერწმის ჭრაზეც კი“.[121] ცნობილი იყო იმით, რომ მუშაობდა 36 საათი გადაბმულად, შეხვედრებს შუაღამის შემდეგ მართავდა და გაქცეული ჭამდა.[119] ასეთი ქცევები სიმბოლური იყო გევარას მორალური სტიმულების ახალი პროგრამისა, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო მუშას შეხვედროდა განსაზღვრული წილი და ეწარმოებინა განსაზღვრული ოდენობის საქონელი. გევარას მიერ გაუქმებული გადასახადების ზრდის სანაცვლოდ, მუშა, რომელიც გადააჭარბებდა თავის კვოტას, ახლა მხოლოდ ქების სიგელს მიიღებდა, ის კი ვინც ვერ შეასრულებდა კუთვნილ კვოტას, ხელფასი დაექვითებოდა.[119] გევარა თავგამოდებით იცავდა მოტივაციასთან და მუშებთან დაკავშირებულ თავის პერსონალურ ფილოსოფიას და ამბობდა:

საქმე ის კი არაა, რამდენი გირვანქა ხორცის შეჭმა შეუძლია ერთ ადამიანს, წელიწადში რამდენი ხნით შეუძლია პლაჟზე წასვლა ან რამდენი უცხოური მოსართავის შეძენა შეუძლია თავის ხელფასით, არამედ საქმე სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდი სრულყოფილად გრძნობდეს თავს, უფრო მეტი ეროვნული სიმდიდრითა და პასუხისმგებლობით[122]

აშშ-სთან კომერციული კავშირების დაკარგვის შემდეგ, გევარა აქტიურად ცდილობდა იგი ჩაენაცვლებინა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ახლო კომერციული ურთიერთობებით, რის გამოც ის მარქისიტულ სახელმწიფოებს სტუმრობდა და მათთან შეთანხმებებს აფრომებდა. 1960 წლის მიწურულს იგი ესტუმრა ჩეხოსლოვაკიას, სსრკ-ს, ჩრდილოეთ კორეას, აღმოსავლეთ გერმანიას და და ხელი მოაწერა მაგალითად, სავაჭრო შეთანხმებას აღმოსავლეთ ბერლინში 1960 წლის 17 დეკემბერს.[123] ასეთი შეთანხმებები კუბის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეხმარებოდა, მაგრამ ამავე დროს გააჩნდა არასახარბიელო მომენტები, რაც აღმოსავლეთის ბლოკზე მზარდ ეკომომიკურ დაქვემდებარებაში გამოიხატებოდა. სწორედ აღმოსავლეთ გერმანიაში, გევარა შეხვდა ტამარა ბუნკეს (შემდეგში ცნობილი როგორც „ტანია“), რომელიც მისი თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა და რომელიც წლების შემდეგ მას შეუერთდა და მასთან ერთად იქნა მოკლული ბოლივიაში.

გევარას ეკონომიკური პრინციპების ყოველი ღირსებისა თუ ნაკლის მიუხედავად, მისი პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა.[124] მუშებისთვის განკუთვნილმა მისმა „მორალური სტიმულების“ პროგრამამ განაპირობა პროდუქტიულობის სწრაფი დაცემა და სამუშაოს გაცდენების ზრდა.[125] გევარას ხედვების კოლექტიური წარუმატებლობის დასამოწმებლად, რეპორტიორმა ისადორ ფეინსტეინ სტოუნმა, რომელმაც ამ პერიოდში ჩეს ორჯერ ჩამოართვა ინტერვიუ, შენიშნა, რომ ის იყო „გალაჰადი და არა რობესპიერი“, ამავე დროს, გამოთქვამდა აზრს, რომ „მისი მდგომარეობა წააგავდა ზოგიერთი ადრეული წმინდანისას, რომელთან თავშესაფარი უდაბნოში ჰპოვეს. მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი რწმენის სიწმინდის დაცვა ადამიანური ბუნების გარდაუქმნელი რევიზიონისმისგან“.[126]

გევარა (მარცხნივ) და ფიდელ კასტრო, ალბერტო კონდას ფოტო, 1961 წ.

1961 წლის 17 აპრილს, ღორების ყურის ინვანსიისას, კუბაში აშშ-ის მიერ გაწვრთნილი 1 400 ქვეყნიდან განდევნილი ადამიანი შემოიჭრა. ამ ბრძოლაში გევარას მთავარი როლი არ უთამაშია, რამდენადაც ინვანსიამდე ერთი დღით ადრე, გაყალბებული ფლოტი პინარ-დელ-რიოს დასავლეთ სანაპიროზე შეიჭრა და ამ რეგიონის გევარას კონტროლირებადი ძალები მიიტყუა. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები უფრო სანდოს მის გამარჯვებას მიიჩნევენ, რადგან ამ დროისთვის გევარა კუბის შეიარაღებული ძალების წვრთნების დირექტორი იყო.[7] ერთ-ერთი ავტორი ტად შულცი, კუბის გამარჯვებაზე საუბრისას შენიშნავს გევარასადმი რწმენას: „რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს, რადგან ჩე გევარამ, როგორც რევოლუციური შეიარაღებული ძალების წვრთნების ხელმძღვანელმა და მილიციაზე პასუხისმგებელმა ომისათვის გაწვრთნა 200 000 კაცი და ქალი“.[7] სწორედ ამ კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა ლამის საბედისწერო შემთხვევა, როდესაც მისი პისტოლეტი ბუდიდან ამოვარდა და შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ გევარას ლოყასთან ჩაუქროლა ისე, რომ ოდნავ შეეხო კიდეც.[127]

1961 წლის აგვისტოში, ურუგვაის საკურორტო ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ქვეყნების ეკონომიკური კონფერენციის მიმდინარეობისას, ჩერ გევარამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის „მადლობის“ წერილი გაუგზავნა თეთრი სახლის ახალგაზრდა მდივნის, რიჩარდ გუდვინის ხელით, სადაც ეწერა: „მადლობა პლაია-ხირონისთვის (ღორების ყურე). ინვანსიამდე, რევოლუცია არამყარი იყო, ახლა კი ის ისე ძლიერია, როგორც არასდროს“.[128] აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, დუგლას დილონის საპასუხოდ, რომელიც „ალიანსს პროგრესისთვის“ (Alliance for Progress) წარმოადგენდა, რომლის რატიფიკაციაც შეხვედრაზე უნდა მოეხდინათ, გევარამ ანტაგონისტურად შეუტია აშშ-ის მოთხოვნას „დემოკრატიის“ დამყარების თაობაზე; შენიშნა, რომ ასეთი სისტემა შეუთავსებელი იყო „ფინანსურ ოლიგარქიასთან, ზანგების დისკრიმინაციასთან და კუ კლუქს კლანის უხეშ სამართალდარღვევებთან“.[129] გევარამ გამოსვლა „დევნის“ წინააღმდეგ საუბრით გააგრძელა, რაც მისი ხედვით „გამოიხატებოდა ისეთი მეცნიერების თანამდებობებიდან გაძევებაში, როგორიც იყო მაგალითად რობერტ ოპენჰეიმერი, წლების განმავლობაში სიტყვის დაძვრას უკრძალავდა ისეთ გასაოცარ ხმას, როგორიც იყო პოლ რობსონი და შოკისმომგვრელი სიტყვებისთვის სასიკვდილოდ გზავნიდა იულიუს და ეთელ როზენბერგებს“.[129] სიტყვის ბოლოს, გევარამ მიუთითა, რომ აშშ არ იყო დაინტერესებული რეალური რეფორმებით და გესლიანად, დამცინავად შენიშნა, რომ „ამერიკელი ექსპერტები არასოდეს საუბრობენ აგრარულ რეფორმაზე, ისინი უფრო უსაფრთხო თემებს ამჯობინებენ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მსგავსებს. მოკლედ, როგორც ჩანს, ისინი ტუალეტების რევოლუციას ამზადებენ“.[24]

გევარამ, რომელიც კუბა-საბჭოთა კავშირის ურთიერთობების პრატქიკულად არქიტექტორი იყო,[130] გადამწყვეტი როლი ითამაშა კუბაში საბჭოთა ატომური ბალისტიკური ქობინების შეტანაში, რომლებმაც 1962 წლის ოქტომბერში კარიბის კრიზისი გამოიწვია და მსოფლიო ატომური ომის ზღვარზე მიიყვანა.[131] კრიზისიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრიტანულ კომუნისტურ გაზეთ დეილი ვორკერთან (Daily Worker) ინტერვიუში გევარა ჯერ კიდევ გაშმაგებული იყო სსრკ-ის ღალატით და როგორც კორესპოდენტ სემ რასელს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ქობინები კუბის კონტროლქვეშ დარჩებოდა, ისინი მათ მიერ გასროლილ იქნებოდა.[132] შემდეგში, ამ ინციდენტის განმარტებისას გევარამ კვლავ გაიმეორა, რომ „იმპერიალისტური აგრესიის“ წინააღმდეგ მიმართული სოციალისტური განთავისუფლებისათვის დასაშვები იყო „ატომური ომის მილიონობით მსხვერპლიც“ კი.[133] კარიბის კრიზისმა შემდგომში გევარა დარწმუნა, რომ მსოფლიოს ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) თავიანთ გლობალურ სტრატეგიებში კუბას, როგორც პაიკს ისე იყენებდნენ. ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირს ის ისევე ხშირად კიცხავდა, როგორც ამერიკელებს.[134]

საერთაშორისო დიპლომატია

მსოფლიო რუკა, რომელზეც წითლად გამოსახულია ქვეყნები, რომლებსაც სტუმრობდა ან ცხოვრობდა ჩე გევარა. ის სამი ქვეყანა კი სადაც ის შეიარეღებულ რევოლუციას ახორციელებდა, მწვანედაა გამოსახული.

1964 წლის დეკემბერში, ჩე გევარა წარმოჩნდა როგორც „მსოფლიო მნიშვნელობის რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე“ და აქედან გამომდინარე, კუბის დელეგაციას ნიუ-იორკში წარუძღვა გაეროში სიტყვით გამოსასვლელად.[117] ჟინიანი მიმართვისას, მან გაკრიტიკა გაერო სამხრეთ აფრიკაში არსებულ „აპართეიდის მხეცური პოლიტიკის“ წინააღმდეგ გამოჩენილი უუნარობისთვის და იკითხა: „გაეროს ამის შესაჩერებლად ნუთუ არაფერი შეუძლია?“[135] შემდეგ გევარამ გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა თავის შავკანიან მოქალაქეებთან მიმართებაში და განაცხადა:

ისინი, ვინც ხოცავენ საკუთარ ბავშვებს და ყოველდღიურად ახდენენ მათ დისკრიმინაციას კანის ფერის გამო, ისინი, ვინც შავკანიანების მკვლელებს თავისუფალს ტოვებენ, მფარველობენ და უფრო მეტიც, სჯიან შავ მოსახლეობას იმის გამო, რომ ისინი საკუთარ ლეგიტიმურ უფლებებს ითხოვენ როგორც თავისუფალი ადამიანები — როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება, ვინც თავს თავისუფლების დამცველებად მიიჩნევენ?[135]

აღშფოთებულმა გევარამ თავის გამოსვლა ჰავანის მეორე დეკლარაციის ჩაკითხვით დაამთავრა, რომელიც ლათინურ ამერიკას აცხადებდა როგორც „200 მილიონიანი ძმების ოჯახს, რომლებიც ერთი და იმავე უბედურებით იტანჯებიან“.[135] ეს „ეპიკა“ როგორც გევარამ განაცხადა, შესაძლოა დაწერილი ყოფილიყო „დამშეული ინდიელი მასების, უმიწაწყლო გლეხების, ექსპლუატირებული მუშებისა და პროგრესული მასების მიერ“. გევარასთვის კონფლიქტი იყო მასისა და იდეების ბრძოლა, რომელიც ამიერიდან წარიმართებოდა მათ მიერ, ვისაც „ულმობლად მოექცა და აბუჩად აიგდო იმპერიალიზმმა“, რომლებიც წინათ მიიჩნეოდნენ „სუსტ და მორჩილ ბრბოდ“. ამ „ბრბოსთან“ ერთად, გევარა ამჯერად ამტკიცებდა, რომ „იანკების მონოპოლიური კაპიტალიზმი“ ახლა შეძრწუნებული ხედავდა თავის „საფლავის მთხრელებს“.[135] სწორედ ამ „განკითხვის საათის“ დროს, რომელზეც გევარა საუბრობდა, „უცნობი მასა“ საკუთარ ისტორიას „საკუთარი სისხლით დაწერდა“ და მოითხოვდა „უფლებებს, რომლებიც ყველას მიერ დაცინული იყო მთელი 500 წლის მანძილზე“. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გევარამ თავისი გამოსვლა დაასრულა ვარაუდით, რომ „ბრაზის ეს ტალღა“ „გაწმენდდა ლათინური ამერიკის მიწას და მშრომელთა მასები, რომლებიც „შემოაბრუნებდნენ ისტორიის ბორბალს“ პირველად „გამოიღვიძებდნენ ხანგრძლივი, სასტიკი ძილისგან“.[135]

გევარა მოსკოვში, წითელ მოედანზე. 1964 წლის ნომებერი
ჩე გევარა გამალ აბდელ ნასერთან, 1965 წ.

როგორც გევარამ მოგვიანებით შეიტყო, გაეროს კომპლექსში ყოფნის დროს, ადგილი ჰქონდა მისი სიცოცხლის ხელყოფის ორ წარუმატებელ მცდელობას კუბიდან განდევნილთა მხრიდან.[136] პირველი მომდინარეობდა მოლი გონსალესისგან, რომელმაც მისი გავლისას ბარიკადების გარღვევა სცადა ხელში მომარჯვებული 7 დიუმიანი სანადირო დანით, შემდეგ კი მისი სიტყვით გამოსვლისას გილერმო ნოვომ მდინარე ისტ-რივერიდან გაეროს შტაბ-ბინას ტანკსაწინააღმდეგო ტაიმერიანი ყუმბარა ესროლა.[136][137] შემდეგში, ამ ინცინდენტებზე კომენტარის გაკეთებისას, გევარა აღნიშნავდა, რომ „უმჯობესია ქალმა მოგკლას დანით, ვიდრე კაცმა თოფით“, ამავე დროს, სიგარის დუნე კვამლის ფონზე დაამატა, რომ ამ აფეთქებამ „ყველაფერს უფრო მეტი არომატი შესძინა“.[136]

ნიუ-იორკში ყოფნისას, გევარამ ასევე მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია CBS-ის საკვირაო ახალი ამბების პროგრამაში „ერის სახე“ (Face the Nation) და შეხვდა ისეთი რანგის პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ ამერიკელი სენატორი ეჯენ მაკ-კართი[138] და მისი პარტნიორი მალკოლმ იქსი. მალკოლმ იქსი გევარასადმი თავის აღფრთოვანებას ვერ ფარავდა და მას აღიარებდა „ამ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციონერ ადამიანად ამ ქვეყანაში“ და მისი განცხადება ხალხის წინაშე აუდუბონ ბალრუმის თერტრშიც კი წაიკითხა.[139]

17 დეკემბერს, გევარა პარიზში გაემგზავრა, საიდანაც 3 თვიანი მოგზაურობა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ის ესტუმრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ კორეას, გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას (ეგვიპტე), ალჟირს, განას, გვინეას, მალის, ბენინს, კონგო-ბრაზავილს და ტანზანიას, თუმცა მანამდე ჯერ ირლანდიასა და პრაღას ეწვია. ირლანდიაში, გევარამ გაიხსენა საკუთარი ირლანდიური წარმომავლობა და ქალაქ ლიმერიკში წმინდა პატრიკის დღე აღნიშნა.[140] ამ ვიზიტის შესახებ ის თავის მამას იუმორით სწერდა: „მე შენი წინაპრების მწვანე ირლანდიაში ვარ. როდესაც მათ ამის შესახებ გაიგეს, ჩემთან ტელევიზია მოვიდა და ლინჩების გენეალოგიაზე მკითხეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისინი ცხენის ქურდებს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავდნენ, სხვა არაფრის თქმა შემიძლია“.[141]

ამ ვოიაჟის დროს, მან წერილი მისწერა კარლოს კიხანოს, ურუგვაული ყოველკვირეული ჟურნალის გამომცემელს, რომელსაც შემდეგ სახელი შეეცვალა და ეწოდა სოციალიზმი და ადამიანი კუბაში.[118] ამ ტრაქტატში გამოიკვეთებოდა გევარას მოწოდებები ახალი ცნობიერების შექმნის, მუშაობის სტატუსისა და ინდივიდის როლის თაობაზე. იგი ასევე არ ფარავდა თავის ანტიკაპიტალისტური განწყობის მიღმა არსებულ მიზეზებს და აცხადებდა:

უმრავლესობისთვის უხილავი და ბრმა კაპიტალიზმის კანონები პიროვნებაზე ისე მბრძანებლობს, სულ არ აინტერესებს თუ რას ფიქრობს ის მის შესახებ. ის მხოლოდ მის წინ არსებულ ჰორიზონტის უსასრულო სივრცეს ხედავს. კაპიტალიზმის პროპაგანდისტები მისი დახატვისთვის და წარმატების შესაძლებლობის დემონსტრირებისთვის იშველიებენ როკფელერის მაგალითს, მიუხედავად იმისა, მართალია ის თუ არა. სიღარიბისა და გაჭირვების ოდენობა სწორედაც რომ აუცილებელია როკფელერის გამოჩენისთვის, ხოლო უზნეობის ოდენობა რომელიც ამხელა ქონების დაგროვების იღბალს წარმოშობს, ნახატის მიღმა რჩება და ხალხი მას როგორც წესი, ყოველთვის ვერ ხედავს.[118]

ნარკვევის ბოლოს გევარა აცხადებდა, რომ „ნამდვილ რევოლუციას მეგზურობას სიყვარულის დიდი გრძნობა უწევს“ და იქვე მოუწოდებდა ყველა რევოლუციონერს: „ყოველდღიურად იბრძოლეთ იმისათვის, რომ ეს ადამიანური სიყვარული ყველასათვის სამაგალითო ქმედებად გადაიქცეს“, ისე, რომ ამავე დროს „მამოძრავებელი ძალა“ გახდეს.[118] გევარას ამგვარი მტკიცებები მომდინარეობდა მისი ღრმა რწმენიდან, რომ კუბის რევოლუციის მაგალითი იყო „რაღაც სპირიტუალური, რომელიც ყველანაირ საზღვრებს გადალახავდა“.[24]

ალჟირი, საბჭოთა კავშირი და ჩინეთი

1965 წლის 24 თებერვალს, ალჟირის დედაქალაქ ალჟირში, აფრო-აზიური სოლიდარობის სემინარზე გევარამ გააკეთა მოხსენება, რომელიც საერთაშორისო დონეზე მისი საბოლოო საჯარო გამოჩენა აღმოჩნდა.[142] მან ზუსტად განსაზღვრა სოციალისტური ქვეყნების მორალური ვალი და ისინი დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნებთან ექსპლუატაციის პროცესში ფარულ მონაწილეობაში. მან რამდენიმე სხვადასხვა სახის მონახაზი გააკეთა, რითაც აჩვენა, რომ კომუნისტური სახელმწიფოები იარაღი უნდა ყოფილიყვნენ იმპერიალიზმის საბოლოო მარცხისთვის.[143] მან ასევე საჯაროდ გააკრიტიკა საბჭოთა კავშირი (კუბის უპირველესი ფინანსური მხარდამჭერი). 14 მარტს გევარა კუბაში დაბრუნდა, სადაც ჰავანის აეროპორტში ფიდელ და რაულ კასტროებმა, ოსვალდო დორტიკოსმა და კარლოს რაფაელ როდრიგესმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ალჟირში საბოლოო საჯარო გამოსვლის შემდეგ, გევარას ხედვით, ჩრდილოეთ ნახევარსფერო სამხრეთის ექსპლუატაციას ახდენდა, სადაც ძირითადი მჩაგვრელები იყვნენ აშშ დასავლეთით და სსრკ აღმოსავლეთით. ის ძლიერ უჭერდა მხარს კომუნისტებს ჩრდილოეთ ვიეტნამში, ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას და განვითარებადი ქვეყნის ხალხებს ხელში იარაღის აღებისკენ უბიძგებდა, რათა შეექმნათ კიდევ „ბევრი ვიეტნამი“.[144]

გარდა ამისა, გევარას შეხედულებები, რომლებიც ამავე დროს თანხვედრაში მოდიოდა მაო ძედუნის ჩინეთის კომუნისტური მთავრობის კურსთან, კუბისთვის უფრო მეტად პრობლემატურ ელფერს იძენდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა საბჭოთა კავშირზე. კუბის რევოლუციის ჯერ კიდევ ადრეული დღეებიდან მოყოლებული, ბევრი გევარას ლათინურ ამერიკაში მაოისტური სტრატეგიის მხარდამჭერად და კუბის სწრაფი ინდუსტრიალიზაციის გეგმის ავტორად მიიჩნევდა, რომელსაც ხშირად ადარებდნენ ჩინურ „დიდ ნახტომს მომავალში“. კასტრო უკვე დაღლილი აღმოჩნდა საბჭოთა რეკომენდაციებთან და პირობებთან გევარას წინააღმდეგობით, რომლებსაც კასტრო უყურებდა როგორც აუცილებელს, გევარა კი მათ გახრწნილსა და „პრე-მონოპოლისტურს“ უწოდებდა.[145]

ამ პერიოდის პირად ნაწერებში გევარა აძლიერებს საბჭოთა პოლიტეკონომიის კრიტიკას და მიაჩნია, რომ მათ „დაივიწყეს მარქსი“.[146] ეს უბიძგებს გევარას საბჭოთა ექსპლუატაციის მთელი რიგი წესების დაგმობისკენ, მათ შორის იყო როგორც ის უწოდებს, მათი მცდელობები „კაპიტალიზმიდან სოციალიზმში გადასვლისათვის განუყრელი კლასობრივი ბრძოლის დამახასიათებელი ძალადობის ჰაერის გასუფთავებისა“, შეერთებულ შტატებთან მშვიდობიანი თანაარსებობის მათი „სახიფათო“ პოლიტიკა, მუშაობის იდეის „ცნობიერების შეცვლის“ მათი წარუმატებელი ბიძგები და მათი მცდელობა სოციალისტური ეკონომიკის „ლიბერალიზებისა“.[146] გევარას სურვილი იყო ეხილა ფულის, პროცენტების, სასაქონლო პროდუქციის, საბაზრო ეკონომიკისა და „მერკანტილური ურთიერთობების“ მოსპობა; მსოფლიო კომუნიზმის დამყარების შემდეგ ყველა იმ გარემოების გაქრობა, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ამტკიცებდა.[146] ამ მზარდ მიდგომასთან წინააღმდეგობასთან ერთად, საბჭოთა პოლიტეკონომიის სახელმძღვანელოს კრიტიკამ გევარას ზუსტად აწინასწარმეტყველებინა, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი მზად არ აღმოჩნდა ფასეულობათა თეორიის (მარქსიზმი) მოსასპობად (როგორც გევარას სურდა), ისინი საბოლოოდ კვლავ კაპიტალიზმს დაუბრუნდებოდნენ.[146]

ალჟირში სიტყვით გამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ, გევარა საჯარო ცხოვრებიდან მთლიანად გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი კუბაში დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა, ვინაიდან იგი ძალაუფლებაში საკუთარ თავს ყოველთვის მეორედ მიიჩნევდა კასტროს შემდეგ. მისი გაუჩინარება სხვადასხვაგვარად დაკავშირებული იყო ინდუსტრიალიზაციის გეგმის ჩავარდნასთან, რომელსაც ის მრეწველობის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ახორციელებდა, ასევე საბჭოთა ოფიციალური პირების მიერ კასტროზე განხორციელებულ წნეხთან, რომლებიც გმობდნენ გევარას პრო-ჩინურ კომუნისტურ პოზიციას ჩინეთ-საბჭოთა განხეთქილებაში, ისევე როგორც კუბის ეკონომიკური განვითარებისა და იდეოლოგიური ხაზის შეხედულებებში გევარასა და პრაგმატიკოს კასტროს ხედვებს შორის სერიოზულ განსხვავებასთან. გევარას სიკვდილის შესახებ საერთაშორისო არენაზე გავრცელებულმა ხმებმა კასტრო აიძულა 1965 წლის 16 ივნისს განეცხადებინა, რომ ხალხს ინფორმაციას თავად გევარა მიაწვდიდა მაშინ, როდესაც იგი ამას საჭიროდ ჩათვლიდა. თუმცა ჭორები კვლავ ვრცელდებოდა, როგორც კუბაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1965 წლის 3 ოქტომბერს, კასტრომ საჯაროდ გამოამზეურა რამდენიმე თვით ადრე გევარას მიერ მისთვის მიწერილი დაუთარიღებული წერილი, რომელშიც ის კიდევ ერთხელ ადასტურებდა თვის მტკიცე მხარდაჭერას კუბის რევოლუციის მიმართ, მაგრამ სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის ჩანაფიქრი, რომ სულ მალე კუბას დატოვებდა და რევოლუციური ბრძოლების გასამართად საზღვარგარეთ გაემგზავრებოდა. ამავე დროს, იგი ტოვებდა მის ყველა პოზიციას მთავრობასა და პარტიაში და უარს ამბობდა კუბის მოქალაქეობაზე.[147]

კონგო

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მონიშნულია ჩე გევარას მოქმედების არეალი.
37 წლის გევარა აფრიკელი ბავშვით ხელში, აფრო-კუბელ ჯარისკაცთან ერთად კონგოს კრიზისში, 1965 წ.
გევარას ყალბი პასპორტი ადოლფო მენა გონსალესის სახელზე, რომელიც მას 1964 წელს კუბელმა საიდუმლო აგენტმა დაუმზადა სამხრეთ ამერიკაში გასამგზავრებლად

1965 წლის დასაწყისში, გევარა აფრიკაში გაემგზავრა, რათა თავის პარტიზანული ომის ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა კონგოში მიმდინარე კონფლიქტში. ალჟირის პრეზიდენტ აჰმედ ბენ ბელას ცნობით, გევარა ფიქრობდა, რომ აფრიკა იმპერიალიზმის სუსტი რგოლი იყო და აქედან გამომდინარე, მას უდიდესი რევოლუციური პოტენციალი გააჩნდა..[148] ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, რომელსაც 1959 წლის ვიზიტის შემდეგ ჩესთან ძმური ურთიერთობა ჰქონდა, მის კონგოში ბრძოლის გეგმას „არაკეთილგონივრულს“ უწოდებდა და აფრთხილებდა, რომ იგი „ტარზანის“ განსახიერება გახდებოდა, რაც სასიკვდილო მარცხისთვის იყო განწირული.[149] მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, გევარა კონგოში მაინც გამეგზავრა, გამოგონილი სახელით — რამონ ბენიტესი.[150] კონგოს მიმდინარე კონფლიქტისას წარმოქმნილი მარქსისტული მოძრაობა სიმბას მხარდასაჭერად გევარა წარუძღვა კუბურ ოპერაციას. 1965 წლის 24 აპრილს, გევარა, რანგით მისი შემდგომი გენერალი ვიქტორ დრეკე და ექსპედიციის სხვა 12 კუბელი წევრი წევრი კონგოში ჩავიდნენ, რომლებსაც სულ მალე 100 კაციანი აფრო-კუბელთა კონტინგენტი შეუერთდა.[151][152] ისინი პარტიზანული ომის ლიდერ ლორან-დეზირე კაბილასთან თანამშრომლობდნენ, რომელიც მანამდე პატრის ლუმუმბას დამხობის მხარდამჭერებს ეხმარებოდა, რომლებმაც რამდენიმე თვით ადრე წარუმატებელი ამბოხი მოაწყვეს. მოგვიანებით ლუმუმბას თაყვანისმცემელმა გევარამ, როგორც მაშინ განაცხადა, „მისი სიკვდილი გაკვეთილი იქნებოდა ყველა მათგანისთვის“.[153] სუაჰილისა და სხვა ადგილობრივი ენების მწირად მცოდნე გევარამ თარჯიმნად მოზარდი ფრედი ილანგა დაინიშნა. მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში, ილანგა „დაუღალავად მშრომელი გევასას თაყვანისმცემლად“ იქცა; როგორც ამ ყმაწვლის მამა ამბობდა გევარაზე „იგი შავკანიანის მიმართაც იგივე პატივისცემას იჩენდა, რასაც თეთრებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც თეთრი იყო“.[154] თუმცა, გევარა სულ მალე იმედგაცრუებული დარჩა კაბილას შეიარაღებული ძალებით, რომლებიც შემდეგ ამ უკანასკნელმა დაშალა და თან განაცხადა: „ვერაფერი მაიძულებს დავიჯერო, რომ ის ჩვენი დროის ადამიანია“.[155]

დამატებით დაბრკოლებას ქმნიდნენ კონგოს ეროვნულ არმიაში მომსახურე სამხრეთ აფრიკელი თეთრი დაქირავებულები მაიკ ჰოარეს ხელმძღვანელობით, რომლებიც კუბიდან გაძევებულებთან და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობდნენ, მათი მიზანი იყო გევარასთვის ხელის შეშლა მთებში, სოფელ ფიზის სიახლოვეს, ტანგანიიკის ტბასთან. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ეკონტროლებინათ გევარას საკომუნიკაციო საშუალებები და გაენადგურებინათ მისი მომარაგების ხაზები. მიუხედავად იმისა, რომ ცნობადი გევარა ცდილობდა შეენიღბა მისი კონგოში ყოფნა, აშშ-ის მთავრობამ მაინც იცოდა მისი ადგილსამყოფელი და საქმიანობები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელთ ჰქონდა ინფორმაციები მის გადაადგილებაზე, რასაც ისინი ხომალდ USNS Private Jose F. Valdez (T-AG-169)-ის საშუალებით ღებულობდნენ. მოსასმენი აპარატურის მქონე ეს მცურავი საშუალება ამ მიზნით ინდოეთის ოკეანეში, დარ-ეს-სალამის სიახლოვეს დაცურავდა.[156]

ზენიტის ტრანს-ოკეანური მოკლეტალღური მიმღების მოსმენისას, გამოსახულნი არიან (სხედან მარცხნიდან) როხელიო ოლივა, ხოსე მარტინ მარტინეს ტამაიო (კონგოში „მბილის“, ხოლო ბოლივიაში „რიკარდოს“ სახელით ცნობილი) და გევარა. მათ უკან დგას რობერტო სანჩესი („ლაუტონი“ კუბაში და „ჩანგა“ კონგოში.

გევარას მიზანი იყო რევოლუციის ექსპორტი მობუტუს მოწინააღმდეგე სიმბას მებრძოლების მარქსისტული იდეოლოგიითა და პარტიზანული ომის ფოკოს თეორიის სტრატეგიებით გაწვრთნით. თავის კონგოს დღიურებში, გევარა ამბოხის წარუმატებლობის ძირითად მიზეზად ასახელებს ადგილობრივ კონგოელთა ძალების არაკომპეტენტურობას, შეურიგებლობას და უბრძოლველობას.[157] 1965 წლის 20 ნოემბერს, გევარას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, გააჩნდა დიზენტერია, რასაც თან დაერთო ასთმის მწვავე შეტევები. შედეგად, შვიდი თვის იმედგაცრუებისა და უმოქმედობის შემდეგ, გადარჩენილ კუბელ მებრძოლებთან ერთად (მისი 12 თანამებრძოლიდან 6 დაიღუპა), მან კონგო დატოვა. ერთი პერიოდი იგი დაჭრილების კუბაში გაგზავნას ფიქრობდა, თვითონ კი აპირებდა კონგოში დარჩენილიყო და მარტოს ებრძოლა სიკვდილამდე, როგორც სამაგალითო რევოლუციონერს; ამხანაგების ძალდატანებითა და კასტროს მიერ გამოგზავნილი ორი ემისრის ზეწოლის შედეგად, ბოლო მომენტში, გევარა უხალისოდ დათანხმდა აფრიკის დატოვებას. თვეების შემდეგ, კონგოს კრიზისში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, გევარა ასკვნის, რომ მან სასიკვდილო ბრძოლა დატოვა, რადგან: „ადამიანურმა ელემენტმა მარცხი განიცადა. ბრძოლის მსურველი აღარავინაა. ხელმძღვანელობა გახრწნილია. ერთი სიტყვით... იქ გასაკეთებელი არაფერი იყო“.[158] მისივე განცხადებით: „ჩვენი ძალებით ჩვენ არ შეგვეძლო იმ ქვეყნის გათავისუფლება, რომელსაც ბრძოლა არ სურდა“.[159] რამდენიმე კვირის შემდეგ, გევარამ იმ დღიურების წინასიტყვაობა დაწერა, რომელსაც ის კონგოში აწარმოებდა, რაც მან შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ეს არის მარცხის ისტორია“.[160]

გევარას კუბაში დაბრუნება არ სურდა, რადგან კასტროს უკვე საჯაროდ ჰქონდა გამოცხადებული მისი „გამოსამშვიდობებელი წერილი“ — წერილი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემთხვევაში უნდა გამოაშკარავებულიყო, რომელშიც ის კავშირების ყველანაირ გაწყვეტას და საკუთარი თავის მსოფლიო რევოლუციისათვის შეწირვას იუწყებოდა“.[161] შედეგად, მომდევნო 6 თვე გევარა ფარულად ცხოვრობდა დარ-ეს-სალამსა და პრაღაში.[162] ამ დროის განმავლობაში მან დაასრულა მემუარი თავის კონგოურ გამოცდილებაზე და გააკეთა 2 წიგნის მონახაზი — ერთი ფილოსოფიაზე, მეორე — ეკონომიკაზე. იგი ასევე ესტუმრა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რათა მოესინჯა თავისი ყალბი პასპორტი, რომელიც მას სამხრეთ ამერიკაში შემდგომი მოგზაურობისთვის კუბელმა საიდუმლო აგენტმა დაუმზადა. ბოლივიაში გამგზავრების სამზადისში, გევარა საიდუმლოდ კუბას ეწვია, რათა კასტრო მოენახულებინა, ისევე როგორც თავის ცოლი და ხუთი შვილისთვის მიეწერა უკანასკნელი წერილი, რომელშიც იგი მათ თავის სიკვდილისთვის ამზადებდა და დარიგებით ასრულებდა:

უპირველესად, ყოველთვის შეგწევდეთ იმის უნარი, რომ ღრმად შეიგრძნოთ ვინმეს მიმართ ჩადენილი ნებისმიერი უსამართლობა, ყველგან მსოფლიოში. ეს რევოლუციის ყველაზე მშვენიერი თვისებაა.[163]

ბოლივია

1966 წლის ბოლოს, გევარას ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოზამბიკის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობა ფრელიმოს წარმომადგენლები ავრცელებდნენ ცნობას, თითქოს ისინი გევარას 1966 წლის ბოლოს ან 1967 წლის დასაწყისში დარ-ეს-სალამში შეხვდნენ, სადაც ჩემ რევოლუციის პროექტში დახმარება შესთავაზა, რომელიც საბოლოოდ მათ მიერ უარყოფილ იქნა.[164] 1967 წელს, მუშათა საერთაშორისო დღეს, ჰავანაში ხალხის წინაშე გამოსვლისას, შეიარაღებული ძალების მოქმედმა მინისტრმა, მაიორმა ხუან ალმეიდამ განაცხადა, რომ „გევარა რევოლუციის სამსახურში იყო სადღაც, ლათინურ ამერიკაში“.

გევარა ბოლივიურ სოფელში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1967 წ.

ბოლივიაში გამგზავრების წინ, გევარამ იერი შეიცვალა — გაიპარსა წვერი და თავზე თმის გარკვეული ნაწილი, დანარჩენი კი რუხად შეიღება, ისე, რომ მისი ძველ ჩე გევარასთან გაიგივება შეუძლებელი გახდა.[165] 1966 წლის 3 ნოემბერს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოდან ის საიდუმლოდ ბოლივიაში, ლა-პასში გადაფრინდა ყალბი სახელით — ადოლფო მენა გონსალესი, რომელიც ვითომ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში მომუშავე საშუალო ასაკის ბიზნესმენი იყო.[166]

გევარას პირველი საყრდენი ბანაკი შორეულ ნანკაჰუასუს რეგიონში, მშრალ ტყეებში მდებარეობდა. ნანკაჰუასუს ხეობაში მიმდინარე წვრთნები მეტად სარისკო იყო და წარმოადგენდა გარკვეულ ნაბიჯს პარტიზანული ომის არმიის მშენებლობის გზაზე. ლა-პასში გევარას უპირველესი აგენტი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ტამარა ბუნკე, რომელიც ხშირად უფრო ომის სახელით (nom de guerre), „ტანიათია“ ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამავე დროს КГБ-ს აგენტადაც მუშაობდა და როგორც ზოგიერთი დასავლური წყარო მიიჩნევს, ის თავისდა უნებურად საბჭოთა ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ბოლივიის ხემლძღვანელობა გევარას კვალზე გაყავდა.[167][168]

გევარას პარტიზანული ძალები დაახლოებით 50 კაცს ითვლიდა[169] და ELN-ს სახელით მოქმედებდა (Ejército de Liberación Nacional de Bolivia; „ბოლივიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია“). იგი კარგად იყო შეიარაღებული და მასვე მიეწერებოდა რამდენიმე ადრინდელი წარმატება ბოლივიის რეგულარული არმიის წინააღმდეგ კამირის რთულ, მთიან რეგიონში. 1967 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში გევარას ქვედანაყოფების მიერ ბოლივიის შეიარაღებულ ძალებზე რამდენიმე შეტაკებაში გამარჯვების შემდეგ, ბოლივიის მთავრობამ პარტიზანული ძალები რეალური რაოდენობასთან შედარებით გადამეტებულად შეაფასა.[170] მაგრამ, სექტემბერში, არმიამ სასტიკ ბრძოლაში ორი პარტიზანული დაჯგუფება გაანადგურა, როგორც იუწყებოდნენ, ამ დროს მოკლულ იქნა ერთ-ერთი ლიდერიც.

მკვლევრების ვარაუდით, გევარას რევოლუციის აგორების გეგმამ ბოლივიაში რამდენიმე მიზეზის გამო განიცადა კრახი:

  • იგი შეტაკებას მხოლოდ ბოლივიელ სამხედროებთან ვარაუდობდა, რომელებიც საცოდავად იყვნენ შეიარაღებული და გაწვრთნილი, მას ოდნავადაც არ უეჭვია, რომ აშშ-ის მთავრობა ბოლივიაში ამბოხებულთა წინააღმდეგ მებრძოლი ძალების დასახმარებლად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეცნაზის დივერსიულ რაზმებსა სხვა ოპერატიული სამსახურებს გამოგზავნიდა. ბოლივიის არმია ამავე დროს გაწვრთნა, დაარიგა და მოამარაგა აშშ-ის არმიის სპეც-დანიშნულების ძალებმა, მათ შორის იყო რეინჯერების ელიტური ბატალიონების ორგანიზება და წვრთნა ჯუნგლებში პარტიზანული ომის საწარმოებლად, რომლებიც პატარა დასახლება ლა-ესპერანსაში განლაგდა, გევარას პარტიზანების განთავსების სიახლოვეს.[171]
  • გევარა თანამშრომლობასა და დახმარებას ვარაუდობდა ადგილობრივი დისიდენტებისგან, რაც მან ვერ მიიღო, ისევე როგორც ვერ მიიღო მხარდაჭერა ბოლივიის კომუნისტური პარტიისგან მარიო მონხეს მეთაურობით, რომელსაც ორიენტაცია უფრო მოსკოვისკენ ეჭირა, ვიდრე ჰავანისკენ. მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩენილ დღიურში, გევარა ბოლივიის კომუნისტური პარტიის შესახებ წერს და მას ახასიათებს როგორც „მიუნდობელს, მოღალატეს და სულელურს“.[172]
  • იგი ვარაუდობდა, რომ ჰავანასთან რადიოკავშირზე დარჩებოდა, მაგრამ ორი მოკლეტალღური გადამცემი, რომელიც მას კუბასთან აკავშირებდა, მწყობრიდან გამოვიდა; შედეგად, პარტიზანებმა კომუნიკაციის საშუალება დაკარგეს და იზოლირებულნი, სასტიკ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

დამატებით, გევარას ცნობილმა ჩვეულებამ, რომ ის უპირატესობას უფრო კონფრონტაციას ანიჭებდა, ვიდრე კომპრომისს, რაც მან მანამდეც გარეგნულად გამოამჟღავნა კუბის პარტიზანული ომის წარმოებისას, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მან ვერ განავითარა წარმატებული სამუშაო ურთიერთობები ბოლივიის ლიდერებთან, ისევე როგორც მას ეს კონგოშიც დაემართა.[173] ეს ტენდენცია კუბაშიც არსებობდა, მაგრამ იქ მას ფიდელ კასტროს დროული ჩარევა აჩერებდა.[174]

ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ გევარამ 11 თვის განმავლობაში ვერ შეძლო ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალწვეულთა შემოკრება თავის მილიციის გარშემო. ამ სარისკო თავგადასავლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, თავის დღიურში გევარა წერდა: „გლეხები არანაირ დახმარებას არ გვიწევენ და ისინი პირიქით, ინფორმატორები ხდებიან“.[175]

შეპყრობა და სიკვდილით დასჯა

„ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსათვის არ არსებობდა სხვა უფრო საშიში პიროვნება, ვიდრე ჩე გევარა, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა და ქარიზმა, რაც ასე საჭირო და აუცილებელი იყო ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში არსებული ტრადიციული იერარქიული ძალაუფლებების პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საბრძოლველად მისამართად“.

— ფილიპ ეიჯი, შემდეგ კუბის მხარეს გადასული CIA-ის აგენტი.[176]
ლა-იგერის სკოლის შენობა, სადაც 1967 წლის 9 ოქტომბრის 13:10-ზე ჩე გევარა სიკვდილით დასაჯეს. ამჟამად განთავსებულია მუზეუმი
ჩე გევარას მონუმენტი ლა-იგერაში

ჩე გევარაზე ნადირობისას ბოლივიის შეიარაღებულ ძალებს რჩევებს აძლევდა ფელიქს როდრიგესი, კუბელი დევნილი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეცრაზმის მუშაკი.[177] ასევე, კევინ მაკდონალდის მიერ 2007 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმი ჩემი მტრის მტერი ამტკიცებს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გევარას დაჭერაში რჩევებს აძლევდა და შესაძლოა ეხმარეობოდა კიდეც ნაცისტური ომის კრიმინალი კლაუს ბარბიე, რომელსაც „ლომის ყასაბს“ უწოდებდნენ.[178]

1967 წლის 7 ოქტომბერს, ბოლივიის სპეცდანიშნულების ძალებს ინფორმატორმა იუროს ხეობაში გევარას პარტიზანთა ბანაკის ადგილსამყოველი აცნობა.[179] 8 ოქტომბერს, მათ არეალს 1 800 ჯარისკაცით ალყა შემოარტყეს, შედეგად, როდესაც გევარა თანამებრძოლ სიმეონ კუბა სარაბიასთან გამოყოფას ცდილობდა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ჩეს ბიოგრაფი, ჯონ ლი ანდერსონი ბოლივიელ სერჟანტ ბერნარდინო უანკას ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორგან დაჭრილმა გევარამ, როდესაც მისი თოფი დაიცალა, დაიყვირა: „არ ისროლოთ! მე ჩე გევარა ვარ და თქვენთვის ცოცხალს მეტი ფასი მაქვს, ვიდრე მკვდარს.“[180]

8 ოქტომბრის ღამეს, გაკოჭილი გევარა ნახევრად დანგრეულ, ტალახით შელესილ სკოლის შენობაში გადაიყვანეს სოფელ ლა-იგერას მახლობლად. მეორე დღის პირველ ნახევარში, გევარამ უარი განაცხადა რომ იგი დაეკითხა ბოლივიელ ოფიცერს და მხოლოდ ბოლივიელ ჯარისკაცებთან მშვიდი საუბარი ისურვა. ერთ-ერთი მათგანი, ვერტმფრენის პილოტი ხაიმე ნინო დე გუსმანი იუწყება, რომ ჩე „შემზარავად“ გამოიყურებოდა. გუსმანისვე თანახმად, გევარა დაჭრილი იყო მარჯვენა კანჭში, ჭუჭყიანი თმები ასჩეჩვოდა, მისი ფეხსაცმელები დაფლეთილიყო და ფეხები ტყავის უხეშ „ქარქაშებში“ ჩამჯდარიყო. მიუხედავად ღონემიხდილი გამომეტყველებისა, გუსმანი ყვება, რომ „ჩემ თავი მაღლა ასწია, ყველას პირდაპირ თვალებში შეხედა და მხოლოდ მოწევა ითხოვა“. დე გუსმანის თქმით, იგი „სიბრალულმა შეიპყრო“ და გევარას თამბაქოს პატარა ტომსიკა და ჩიბუხი გაუწოდა, რისთვისაც ჩემ მას გაუღიმა და მადლობა გადაუხადა.[181] 8 ოქტომბრის გვიან ღამეს, მიუხედავად იმისა რომ ხელები შეკრული ჰქონდა, ჩემ ბოლივიელი ოფიცერი ეპინოსა ფეხებით კედელს მიანარცხა, მას შემდეგ რაც სკოლის შენობაში შესულმა ოფიცერმა მისთვის პირიდან ჩიბუხის გამოგლეჯვა სცადა, რომელიც მას სუვენირად უნდოდა.[182] უპატივცემულობის მეორე შემთხვევისას, სიკვდილით დასჯამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გევარამ სახეში შეაფურთხა ბოლივიელ უმაღლეს ადმირალ უგარტეჩეს.[182]

მომდევნო, 9 ოქტომბრის დილას, გევარამ ითხოვამ რომ მას სოფლის „მაესტრას“ (სკოლის მასწავლებლის), 22 წლის ხულია კორტესის ნახვა სურდა. როგორც მოგვიანებით კორტესი აღნიშნავს, გევარა „სასიამოვნო შესახედაობოს, მშვიდი და ირონიული მზერის კაცი აღმოჩნდა“ და როგორც მან მათი საუბრისას აღმოაჩინა, გევარას „დაჟინებული, გამჭოლი და ამავე დროს წყნარი მზერის გამო, მას, „არ შეეძლო მისთვის თვალებში ჩახედვა“.[182] მოკლე საუბრის განმავლობაში, გევარამ ხაზი გაუსვა სკოლის შენობის საშინელ პირობებს და აღნიშნა, რომ ბავშვების აქ სწავლება სასტიკად „ანტი-პედაგოგიკური“ იყო, მაშინ როდესაც, „მთავრობის ოფიციალური წევრები მერსედესის მანქანებით დასეირნობდნენ“... და დაამატა: „ეს სწორედ ისაა, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვიბრძვით“.[182]

9 ოქტომბრის დილის მიწურულს, ბოლივიის პრეზიდენტმა რენე ბარიენტოსმა გევარას მოკვლა ბრძანა. ეს ბრძანება ფელიქს როდრიგესთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობას შემდგომი დაკითხვების მიზნით გევარას პანამაში გადაყვანა სურდა.[183] ჯალათობა იკისრა მარიო ტერანმა — ბოლივიის არმიის ნახევრად მთვრალმა სერჟანტმა, რომელმაც თავად გამოთქვა ჩეს მოკვლის სურვილი, იმ მიზეზით, რომ მისი სამი მეგობარი, სამივე სახელად „მარიო“, გევარას პარტიზანულ დაჯგუფებებთან ადრეული ბრძოლებისას მომკვდარიყო.[6] ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის მისაწოდებელ წინასწარ შეთზულ ამბავთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ნაჭრილობევი, ამიტომ, ფელიქს როდრიგესმა ტერანს უბრძანა ფრთხილად დაემიზნებინა, რათა ისე გამოჩენილიყო, თითქოს გევარა ბოლივიის არმიასთან შეტაკებისას დაღუპულიყო.[184] როგორც ბოლივიის არმიის სარდლობის კაპიტანმა გარი პრადომ აღნიშნა, ბარიენტოსის მიერ გევარას დაუყოვნებლივ მოკვლის ბრძანების მიზეზი იყო ის, რომ მისთვის ციხიდან გაქცევის ყველანაირი შანსი მოესპოთ, ასევე, ამ ამბავთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული არანაირი დრამა.[185]

სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე წუთით ადრე, გევარას ბოლივიელმა ჯარისკაცმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მის უკვდავებაზე, „არა“, შეეპასუხა ჩე, „მე რევოლუციის უკვდავებაზე ვფიქრობ“.[186] როდესაც სერჟანტი ტერანი ქოხში შევიდა, ჩე გევარამ მის ჯალათს უთხრა: „ვიცი, ჩემს მოსაკლავად მოხვედი. ისროლე ლაჩარო! შენ მხოლოდ კაცის მოკვლას აპირებ!“[187] ტერანი შეყოყმანდა, შემდეგ თავის ნახევრადავტომატური შაშხანიდან ცეცხლი გახსნა და გევარას ხელებსა და ფეხებში ესროლა. ჩე მიწაზე დაიკრუნჩხა და მაჯების საშინელი ტკივილისგან ყვირილი აღმოხდა. ამ დროს ტერანმა რამდენიმეჯერ კიდევ ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდში, როგორც როდრიგესი აღნიშნავს, დღის 13:10-ზე მიაყენა.[187] საერთო ჯამში, გევარა 9 ადგილას იყო დაჭრილი, მათ შორის ხუთგან ფეხებში, თითო-თითო მხარსა და მკლავზე, ერთი გულმკერდში და ბოლოს, ყელში.[182]

თვეებით ადრე, თავის უკანასკნელ საჯარო გამოსვლაზე სამკონტინენტური კონფერენციის მიმდინარეობისას,[144] გევარა საკუთარ ეპიტაფიას წერდა: „სადაც არ უნდა შევხვდეთ უეცარ სიკვდილს, დაე მივესალმოთ მას, იმ პირობით, რომ ჩვენი ბრძოლის ხმა მისწვდება ზოგიერთ ყურს, მეორე მხრივ კი შესაძლოა ის ჩვენს იარაღებს დაეპატრონოს“.[188]

სიკვდილით დასჯის შემდგომი პერიოდი, გარდაცვალების შემდეგი სამუშაოები და მემორიალები

ჩე გევარას გვამი ვალიეგრანდეში. ცენტრალური სადაზვერვო სააგნეტოს აგენტის მიერ გადაღებული ფოტო, 10 ოქტომბერი, 1967 წ.

სიკვდილით დასჯის შემდეგ, გევარას სხეული ვერტმფრენის სამუხრუჭე ბუნიკებში მოათავსეს და ვალიეგრანდეს სიახლოვეს გადაიტანეს, სადაც ფოტოგრაფებმა ის ნუესტრა-სენიორა-დე-მალტის სამრეცხაოს ბეტონის ფილაზე მოთავსებული გადაიღეს.[189] რამდენიმე მოწმემ დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად გევარა იყო, მათ შორის მთავარი იყო ბრიტანელი ჟურნალისტი რიჩარდ გოტი, ერთადერთი მოწმე, რომელიც გევარას სიცოცხელშიც შეხვედროდა.

სხეული მნახველთათვის საჯაროდ განათავსეს, რომლის სანახავადაც ასეულობით ადგილობრივი მიდიოდა, ბევრი მათგანი გევარას გვამს ქრისტეს ამსგავსებდა, ზოგიერთმა კი ჩუმად თმა მოაჭრა, როგორც საღვთო რელიკვია.[190] ასეთი შედარებები მოგვიანებით კიდევ უფრო გავრცელდა, როდესაც ორი კვირის შემდეგ, ხალხმა სიკვდილის შემდგომი ფოტოები იხილა; ინგლისელი ხელოვნების კრიტიკოსი ჯონ ბერგერის დაკვირვებით, ისინი ორ ცნობილ ნახატს წააგავდა: რემბრანდტის „დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილს“ და ანდრეა მანტენიას „ქრისტეს დატირებას“.[191] გევარას გვამის ვალიეგრანდეში გადატანისას, იქ ასევე იყო ოთხი მოწმე კორესპოდენტი, რომელთა შორისაც იყო ბჯორნ კუმი შვედური Aftonbladet-დან, რომელმაც 1967 წლის 11 ნოემბერს, ამერიკულ The New Republic-ისთვის ეს სცენა ექსკლუზიურად აღწერა.[192]

1967 წლის 11 ოქტომბრის დეკლასიფიცირებული მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პრეზიდნეტმა უოლტ უიტმენ როსტოუმ წარუდგინა, გევარას მოკვლის გადაწყვეტილებას „სულელურს“ მაგრამ „ბოლივიელთა პოზიციიდან გასაგებს“ უწოდებს.[193] სიკვდილით დასჯის შემდეგ, როდრიგესმა გევარას რამდენიმე პირადი ნივთი დაიტოვა, მათ შორის Rolex GMT Master-ის მაჯის საათი,[194] რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე ატარებდა და ხშირად აჩვენებდა რეპორტიორებს.[195] დღეისათვის, ამ ნივთებიდან ზოგიერთი გამოფენილია ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში.[196] მას შემდეგ, რაც სამხედრო ექიმმა გევარას გვამს ხელები მოჰკვეთა, ბოლივიელმა სამხედრო ოფიცრებმა ის საიდუმლო ადგილას წაიღეს და საიდუმლოდვე შიენახეს მისი დაკრძალვის ან კრემაციის ადგილი. ფორმალდეჰიდში შენახული ხელები კი ბუენოს-აირესში გაგზავნეს თითის ანაბეჭდის საიდენტიფიკაციოდ (მისი თითის ანაბეჭდები არგენტინის პოლიციაში ინახებოდა). მოგვიანებით ხელები კუბაში გაგზავნეს.

15 ოქტომბერს, ფიდელ კასტრომ გევარას დაღუპვის ამბავი საზოგადოებას ამცნო და მთელს კუბაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[197] 18 ოქტომბერს, კასტრომ ჰავანის რევოლუციის მოედანზე შეკრებილი დაახლოებით ერთი მილიონი მგლოვიარე ადამიანს წინაშე გევარას, როგორც რევოლუციონერის თვისებებზე ილაპარაკა.[198] მან თავის ვნებააშლილი სახოტბო გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

ჩე გევარა და კამილო სიენფუეგოსი ჰავანის რევოლუციის მუზეუმში.
ჰავანის რევოლუციის მოედანი, კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, სადაც ერთ დროს გევარა მუშაობდა. მისი გამოსახულების ქვეშ, წაწერილია მისი ესპანური დევიზი:"Hasta la Victoria Siempre" (მარადიული გამარჯვება მრავალჟამიერ)
თუ ჩვენ გვსურს გამოვხატოთ თუ როგორი უნდა იყოს მომავალი თაობის ადამიანი, შეგვიძლია ვთქვათ: დაე ის ჩეს გავდეს! თუ როგორ უნდა იყვნენ აღზრდილნი ჩვენი შვილები, დაუყოვნებლივ უნდა ვთქვათ: ჩვენ გვსურს ისინი ჩეს სულით აღვზარდოთ! თუ ჩვენ ადამიანის მოდელი გვინდა, რომელიც არა ჩვენს დროს, არამედ მომავალს მიეკუთვნება, გულის სიღრმიდან ვამბობ, რომ ასეთი მოდელი, არც ერთი ლაქით ცხოვრებასა და საქმიანობაში, არის ჩე![199]

გევარასთან ერთად ბოლივიაში მყოფმა ფრანგმა ინტექლეტუალმა რეჟი დებრემ, რომელიც 1967 წლის მაისში შეიპყრეს, 1968 წლის აგვისტოში ციხიდან ინტერვიუ მისცა, სადაც მან განავრცო გევარას შეპყრობის გარემოებები. დებრე, რომელიც გევარას პარტიზანულ დაჯგუფებებთან ერთად მცირე დროის განმავლოვაში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ ისინი „ტყის მსხვერპლნი“ და აქედან გამომდინარე „ჯუნგლების მიერ შეჭმულნი“ იყვნენ.[200] დებრემ აღწერა ის უკიდურესად ხელმოკლე გარემოება, სადაც გევარას ხალხი იტანჯებოდა საკვების ნაკლებობით, უწყლოობით, ფეხსაცმელების უქონლობით და ისინი მხოლოდ 22 კაცის საკმარ 6 საბანს ფლობდნენ. დებრე ყვება, რომ გევარა და სხვებიც, იტანჯებოდნენ ავადმყოფობით, რაც გამოწვეული იყო ხელებისა და ფეხების გასიებით, ისე, რომ შეუძლებელი იყო მათ ხელებზე თითების გარჩევა.[200] მიუხედავად ასეთი ამაო მდგომარეობისა, ის გევარას აღწერდა როგორც „ოპტიმისტურად განწყობილს ლათინური ამერიკის მომავალთან დაკავშირებით“ და შენიშნავდა, რომ „გევარა ცნობიერებაში შეგუებული იყო თავის სიკვდილს და მიაჩნდა, რომ მისი სიკვდილი გამოცოცხლების ერთგვარი ნიშანი იქნებოდა“, ასევე შენიშნავს, რომ გევარა სიკვდილს აღიქვამდა როგორც „ხელახლა დაბადების პირობად“ და „განახლების რიტუალად“.[200]

1995 წელს, გადამდგარმა ბოლივიელმა გენერალმა მარიო ვარგასმა წიგნის — ჩე გევარა: რევოლუციონერის ცხოვრების ავტორ ჯონ ლი ანდერსონს გაანდო, რომ გევარას გვამი ვალიეგრანდეს დასაჯდომი მოედნის სიახლოვეს იყო დამარხული. ამის შემდეგ, ნეშტის ძიების მრავალეროვნული პროცესი დაიწყო, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა. 1997 წლის ივლისში, კუბელი გეოლოგებისა და არგენტინელი სასამართლო ანთროპოლოგების ჯგუფმა ორ საერთო საფლავში 7 ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს, მათ შორის ერთს ხელები ჰქონდა მოკვეთილი (ჩე გევარა). ბოლივიის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მოგვიანებით ეს სხეული გევარასთან გააიგივეს, როდესაც გათხრილი კბილები „საოცრად ემთხვეოდა“ ჩეს კბილების თაბაშირის მოდელს, რომელიც კუბაში, მისი კონგოში გამგზავრების წინ დამზადდა. არგენტინელმა სასამართლო ანთროპოლოგმა ალეხანდრო ინჩაურეგიმ ხელებმოკვეთილი გვამის გვერდით გათხრილი ჟაკეტის შიდა ჯიბეში თამბაქოს პატარა ტომსიკა აღმოაჩინა. ნინო დე გუსმანი, ბოლივიელი ვერტმფრენის პილოტი, რომელმაც სიკვდილის წინ ჩეს თამბაქოს პატარა ტომსიკა მისცა, მოგვიანებით შენიშნავდა, რომ ის თავიდან „სერიოზულად ეჭვობდა“, რომ „კუბელებმა მხოლოდ რაღაც ძველი ძვლები იპოვეს და მას ჩეს ეძახდნენ“, მაგრამ „მას შემდეგ რაც თამბაქოს ტომსიკის შესახებ გავიგე, ჩემი ეჭვებიც გაქრა“.[181] 1997 წლის 17 ოქტომბერს, გევარას ნეშტი მის ექვს თანამებრძოლთან ერთად, სრული სამხედრო პატივისცემით გადაასვენეს კუბის ქალაქ სანტა-კლარაში სპეციალურად აგებულ მავზოლეუმში, სადაც ის კუბის რევოლუციის გადამწყვეტ სამხედრო გამარჯვებას ხელმძღვანელობდა.[201]

როდესაც გევარა დაატყვევეს, მას ჩამოართვეს მისი 30 000 სიტყვიანი ხელნაწერი დღიური, საკუთარი პოეზიის კრებული და მისი დაწერილი მოკლე ისტორია ახალგაზრდა კომუნისტი პარტიზანის შესახებ, რომელიც შიშის დაძლევას სწავლობს.[202] დღიური აღწერს ბოლივიის პარტიზანული ომის კამპანიას,[203] შესავალი გაკეთებულია 1966 წლის 7 ნოემბერს, ნანკაჰუასუს ფერმაში მისვლიდან მოკლე ხანში, სულ ბოლო კი 1967 წლის 7 ოქტომბრით, მისი დატყვევების წინა დღით თარიღდება. დღიური აღწერს თუ როგორ გახდნენ პარტიზანები იძულებულნი ნაადრევად დაეწყოთ ოპერაცია, იმის გამო, რომ ისინი ბოლივიის არმიამ აღმოაჩინა; ხსნის გევარას გადაწყვეტილებას ჯარის ორ დანაყოფად დაყოფის თაობაზე, რომლების ერთმანეთთან კონტაქტიც შემდეგ შეუძლებელი გახდა და აღწერს მათი წარუმატებელი თავგადასავლის საერთო მახასიათებლებს. ჩანაწერები ასევე ეხება განხეთქილებას გევარასა და ბოლივიის კომუნისტურ პარტიას შორის, რაც იმით დასრულდა, რომ ჩეს იმაზე ბევრად ცოტა ჯარისკაცი ყავდა, ვიდრე ის თავიდან ვარაუდობდა და აჩვენებს, რომ გევარას მოსახლეობის გადაბირების სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ პარტიზანებს შეცდომით კეჩუა შეესწავლათ, ეს ენა კი გაუგებარი იყო ტუპი-გუარანის ენებზე მოლაპარაკე ადგილობრივებისთვის.[204] კამპანიის წინასწარ გაუთვლელი დასასრულისკენ წასვლასთან ერთად, გევარას ჯანმრთელობა უარესდებოდა. ის ასთმის შეტევებით იტანჯებოდა, რაც ძირითადად მედიკამენტების გამოლევასთან იყო დაკავშირებული.[205]

ამერიკულმა ჟურნალმა Ramparts-მა სასწრაფოდ თარგმნა ბოლივიური დღიურები, რამაც შემდეგ მთელი მსოფლიო მოიარა.[206] ასევე არსებობს ოთხი დამატებითი დღიური — ისრაელ რეიეს საიასის (ზედმეტსახელი „ბრაულიო“), ჰარი ვილეგას ტამაიოს („პომბო“), ელისეო რეიეს როდრიგესის („რონალდო“) და დარიენ ალარკონ რამირესის („ბენინიო“)[207] — რომელთაგან თითოეული მოვლენების დამატებით ასპექტებს ააშკარავებს. 2008 წლის ივლისში, ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა საზეიმოდ გახსნა გევარას მანამდე დალუქული ორი დაფლეთილი რვეული, სამეთვალყურეო ჟურნალი და რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო. ამ მოვლენის დროს, ბოლივიის კულტურის ვიცე-მინისტრმა პაბლო გრუმ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა ხელნაწერების ყველა გვერდის ფოტოასლის გამოქვეყნება.[208] ამასობაში, 2009 წლის აგვისტოში, ბოლივიის იუსტიციის სამინისტროს ანთროპოლოგებმა ბოლივიის ქალაქ ტეოპონტეს მახლობლად გევარას 5 თანამებრძოლი პარტიზანის ნეშტი აღმოაჩინეს.[209]

მემკვიდრეობა

“ჩეს ნეშტის აღმოჩენამ მყისიერად გაააქტიურა ურთიერთდაკავშირებული საზოგადოებები — მეამბოხე, ტანჯული, თაღლითი ფიგურები ავანტიურისტული თავგადასავლებით, მხსნელი, მოღალატე, ექსტრემისტი — რაშიც მათ შორის ფიქსირებული დაყოფა არ არსებობდა. ჩეზე შეხედულები საერთო გარემოში, მერყეობს და მას აფასებს სხვადასხვა ასპექტით, როგორც შემცდარ მეამბოხეს, პარტიზანული ომის ბრწყინვალე ფილოსოფოსს, ქარის წისქვილებთან მებრძოლ პოეტს, უტიფარ მეომარს, რომელმაც ბურჟუაზიას თათმანი ესროლა, მგზნებარე ბალადების ობიექტს, როგორც წმინდანს ან მეორე მხრივ შურისმაძიებელი ანგელოზის ტყავში გახვეულ მასობრივ მკვლელს, რომლის ყველა ქმედებაც ეყრდნობიდა ძალადობას — პროტოტიპულ ფანატიკოს ტერორისტს“.[210]

— დოქტორი პეტერ მაკ-ლარენი, ავტორი ნაწარმოებისა „ჩე გევარა, პაულო ფრეიერე და რევოლუციის პედაგოგიკა“
გევარას სახის სტილიზებული გრაფიკა წარწერით — "El Che Vive" (ჩე ცოცხლობს).

სიკვდილიდან 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩეს ცხოვრება და მემკვიდრეობა დღემდე პაექრობის საგნად რჩება. მისმა წინააღმდეგობრივმა სულისკვეთებამ თავის ცხოვრების სხვადასხვა მომენტში, შექმნა დაუსრულებელი გაორების კომპლექსი.

გარკვეულმა პიროვნებებმა, გევარას, როგორც გმირს ხოტბა შეასხეს;[211] მაგალითად, ნელსონ მანდელამ იგი მოიხსენია, როგორც „შთაგონება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“,[176] მაშინ, როდესაც ჟან-პოლ სარტრმა მას უწოდა „არა მხოლოდ ინტელექტუალი, არამედ ჩვენი დროის ყველაზე სრულყოფილი ადამიანი“.[212] სხვებს შორის, ვინც გევარას მიმართ თავიანთ აღფრთოვანება გამოხატეს, იყვნენ გრაჰამ გრინი, რომელმაც შენიშნა, რომ ჩე „განასახიერებდა თავდადებას, მამაცობასა და გამბედაობას“,[213] ასევე სუსან სონტაგი, რომლის მოსაზრებითაც „ჩეს მიზანი სხვა თუ არაფერი თავად ჰუმანურობა იყო“.[214] შავკანიან საზოგადოებაში, ფილოსოფოსმა ფრანც ფანონმა გევარა „ადამიანის შესაძლებლობების მსოფლიო სიმბოლოდ“ აღიარა.[215] შავი პანტერის პარტიამ კი განადიდა და განაცხადა: „გევარა არ მომკვდარა, მისი იდეები მარად ჩვენთანაა“.[216] ქება-დიდებამ გამოძახილი ჰპოვა პოლიტიკურ სპექტრშიც, ანარქო-კაპიტალიზმისა და ლიბერტარიანიზმის თეორეტიკოსმა მურაი როთბარდმა სადიდებლად გევარას „გმირი ფიგურა“ უწოდა და მისი სიკვდილით მგლოვიარემ აღნიშნა, რომ „ჩვენი დროისა თუ მთლიანად საუკუნის ადამიანებს შორის, ჩე რევოლუციური პრინციპების ცოცხალი განსახიერება იყო“.[217] ჟურნალისტ კრისტოფერ ჰიტჩენსის განცხადებით კი: „ჩეს სიკვდილი ჩემთვის და ჩემი მსგავსი მრავალი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს, ის როლის მოდელი იყო, მიუხედავად ჩვენთვის, რომანტიკოსი ბურჟუებისთვის შეუძლებელი რამისა — ის წავიდა და შეასრულა კიდეც ის, რაც რევოლუციონერს უნდა ექნა — იბრძოლა და მოკვდა თავისი შეხედულებებისათვის“.[218] ბევრისათვის კუბაში გევარა უსაყვარლეს ეროვნულ გმირად რჩება, სადაც მისი სურათი გამოსაულია 3 პესოიან ბანკნოტზე, სკოლის მოსწავლეები კი ყოველ დილას იწყებენ ფიცით — „ჩვენ ჩეს დავემსგავსებით“. თავის სამშობლო არგენტინაში, არსებობს უმაღლესი სკოლები, რომლებიც მის სახელს ატარებს, აღმართულია მრავალი მონუმენტი, მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში კი მხოლოდ 2008 წელს გაიხსნა 3,7 მ სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ბოლივიელ გლეხს ის წმინდანად ჰყავს გამოცხადებული, როგორც „წმინდა ერნესტო“, რომლის წინაშეც დახმარების თხოვნით ლოცულობენ.

მანიფესტაცია არგენტინაში, 2006 წლის 25 მაისი

ამ ყველაფრის საპირისპიროდ, დევნილი მოწინააღმდეგე ავტორი, ხაკობო მაჩოვერი უარყოფს მის საგმირო-სადიდებელ პორტრეტს და მას როგორც დაუნდობელ ჯალათად წარმოსახავს.[219] ცილისწამებათა დასასაბუთებლად, ის იშველიებს ლათინური ამერიკის უმრავლეს ნაწილს, სადაც ჩეს მიერ ინსპირირებული რევოლუციების პრაქტიკული შედეგი იყო მილიტარიზმის გამალებული ზრდა და შიდა კონფლიქტები მრავალი წლის მანძილზე.[220] გევარას შეფასებისას, ბრიტანელი ისტორიკოსი ჰიუგ თომასი შენიშნავს, რომ ჩე იყო „მამაცი, გულწრფელი და მტკიცე კაცი, რომელიც ამავე დროს ჯიუტი, გოლმოდგინე და კატეგორიული იყო“.[221] თომასის თანახმად, მისი სიცოცხლის ბოლოს, „როგორც ჩანს, საკუთარი თავის დასამშვიდებლად ის დარწმუნდა მისი ძალადობების ღირსებებში“, მაშინ როდესაც ჩეს სიკვდილის შემდეგ „მისი ცუდი თუ კარგი გავლენა კასტროზე“ გაიზარდა, რადგან ფიდელმა მისი ბევრი ხედვა გაითავისა. თომასის შეფასებით, „ხოსე მარტისა და ლოურენს არაბის შემთხვევებში, მარცხი გაცისკროვნდა და არ გადაიზარდა ლეგენდებში“.[221] პერუელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ალვარო ვარგას ლიოსა ვარაუდობდა, რომ „გევარას თანამედროვე მიმდევრები თავს იტყუებენ, რადგან ისინი მითებს ებღაუჭებიან“, ამავე დროს აღწერს გევარას როგორც „მარქსისტ პურიტანს“, რომელიც თავის მტკიცე ძალაუფლებას უთანხმოების ჩასახშობად იყენებდა, ამავე დროს მოქმედებდა როგორც „ცივსისხლიანი სიკვდილის მანქანა“.[220] ლიოსა გევარას ასევე ადანაშაულებს „ფანტასტიკურ დესპოტიზმში“, რადგან განეკუთვნებოდა კუბის რევოლუციის „გასაბჭოების“ მთავარ ღერძს და ფიქრობდა, რომ ის ფლობდა „სრულ სუბორდინაციას ბნელ ორთოდოქსულ იდეოლოგიაზე“.[220] გევარა დღემდე რჩება საძულველ პიროვნებად ბევრი კუბელი დევნილისა და კუბელი ამერიკელისთვის აშშ-ში, რომლებიც მას მტრულად უყურებენ, როგორც „ლა-კაბანიის ყასაბს“.[222]

მიუხედავად პოლარიზებული სტატუსისა, მისი სახის მაღალკონტრასტული ერთფეროვანი გამოსახულება, რომელიც 1968 წელს ირლანდიელმა მხატვარმა ჯიმ ფიტზპატრიკმა შექმნა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალურად გაყიდვადი და გამოსახვადი სურათი გახდა,[223][224] რომელიც ურიცხვ ტანისამოსსა და ნივთზეა გამოსახული, მათ შორის მაისურებზე, ქუდებზე, პოსტერებზე, ტატუებსა და ბიკინებზე,[225] რასაც ირონიულად შექავს წვლილი სამომხმარებლო კაპიტალიზმში, რაც გევარას ასე სძულდა. თუმცა, ის დღემდე რჩება ტრანსცენდენტალურ ფიგურად სპეციფიკურ პოლიტიკურ კონტექსტებში[226] და ასევე, როგორც ახალგაზრდული წინააღმდეგობის ფართო სპექტრის ხატება.[227]

ქრონოლოგია

იხილეთ აგრეთვე

საარქივო მედია ფაილები

ვიდეო ფირები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • გევარას ინტერვიუ 1964 წელს დუბლინში (ირლანდია) ვიზიტისას, ინგლისური თარგმანით. RTÉ Libraries and Archives ვიდეო კლიპი
  • გევარა წარმოთქვამს პოემას (1:00), ინგლისური სუბტიტრებით El Che: Investigating a Legend – Kultur Video 2001, ვიდეო კლიპი
  • გევარა ფიდელ კასტროს მხარდაჭერას უცხადებს, (0:22), ინგლისური სუბტიტრებით, El Che: Investigating a Legend – Kultur Video 2001, ვიდეო კლიპი
  • გევარა შრომის შესახებ საუბრობს, (0:28), ინგლისური სუბტიტრებით, El Che: Investigating a Legend – Kultur Video 2001, ვიდეო კლიპი
  • გევარა ღორების ყურის შემოჭრაზე საუბრობს, (0:17), ინგლისური სუბტიტრებით El Che: Investigating a Legend – Kultur Video 2001, ვიდეო კლიპი
  • გევარა იმპერიალიზმის წინააღმდეგ საუბრობს, (1:20), ინგლისური სუბტიტრებით, El Che: Investigating a Legend – Kultur Video 2001, ვიდეო კლიპი

აუდიო ჩანაწერები

  • Guevara interviewed on ABC's Issues and Answers, (23:53), English translation, narrated by Lisa Howard, March 24, 1964, Audio clip

შრომების სია

ერნესტო „ჩე“ გევარას მიერ ესპანურ ენაზე დაწერილი შრომები, შემდეგ თარგმნილი ინგლისურად

პოპ-კულტურაში

სიმღერები

მოცემულია სიმღერების ჩამონათვალი, რომლებიც ჩე გევარას გმირობას ეძღვნება ან თავადაა მოხსენიებული:

ფილმები

სქოლიო

  1. Casey 2009, გვ. 128.
  2. 2.0 2.1 On Revolutionary Medicine Speech by Che Guevara to the Cuban Militia on August 19, 1960.
  3. At the Afro-Asian Conference in Algeria A speech by Che Guevara to the Second Economic Seminar of Afro-Asian Solidarity in Algiers, Algeria on February 24, 1965.
  4. Beaubien, NPR Audio Report, 2009, 00:09–00:13.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 "Castro's Brain" 1960.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Taibo 1999, გვ. 267.
  7. 7.0 7.1 7.2 Kellner 1989, გვ. 69–70.
  8. Anderson 1997, გვ. 526–530.
  9. Ryan 1998, გვ. 4.
  10. Dorfman 1999.
  11. Maryland Institute of Art, referenced at BBC News May 26, 2001.
  12. Che's last name "Guevara" derives from the Castilianized form of the Basque "Gebara", a habitational name from the province of Álava. Through his grandmother, Ana Lynch, he was a descendant of Patrick Lynch, an emigrant from Galway, Ireland in the 1740s.
  13. Lavretsky 1976.
  14. Kellner 1989, გვ. 23.
  15. Argentina: Che's Red Mother Time Magazine, July 14, 1961.
  16. Anderson 1997, გვ. 22–23.
  17. Sandison 1996, გვ. 8.
  18. Kellner 1989, გვ. 24.
  19. Argentine Rugby Inspired by Che Guevara by Brendan Gallagher, The Daily Telegraph, ოქტომბერი 5, 2007
  20. Cain, Nick & Growden, Greg "Chapter 21: Ten Peculiar Facts about Rugby" in Rugby Union for Dummies (2nd Edition), John Wiley and Sons, ISBN 978-0-470-03537-5, გვ. 293.
  21. Anderson 1997, გვ. 28.
  22. 22.0 22.1 Hart 2004, p. 98.
  23. Haney 2005, გვ. 164.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 (Anderson 1997, გვ. 37–38).
  25. Sandison 1996, გვ. 10.
  26. Kellner 1989, გვ. 26.
  27. Ratner 1997, გვ. 25.
  28. Anderson 1997, გვ. 64.
  29. Anderson 1997, გვ. 59-64.
  30. Anderson 1997, გვ. 89.
  31. Anderson 1997, გვ. 75-76.
  32. 32.0 32.1 Kellner 1989, გვ. 27.
  33. NYT bestseller list: #38 Paperback Nonfiction on 2005-02-20, #9 Nonfiction on 2004-10-07 and on more occasions.
  34. 34.0 34.1 A Very Modern Icon by George Galloway, New Statesman, June 12, 2006
  35. Anderson 1997, გვ. 126.
  36. Taibo 1999, გვ. 31.
  37. Kellner 1989, გვ. 31.
  38. 38.0 38.1 Guevara Lynch 2000, გვ. 26.
  39. Ignacio 2007, გვ. 172.
  40. Anderson 1997, გვ. 139–141.
  41. Anderson 1997, გვ. 144.
  42. 42.0 42.1 Kellner 1989, გვ. 32.
  43. Taibo 1999, გვ. 39.
  44. Snow, Anita. "'My Life With Che' by Hilda Gadea." Associated Press at WJXX-TV. აგვისტო 16, 2008. Retrieved on February 23, 2009.
  45. Che Guevara 1960–67 by Frank E. Smitha.
  46. Sinclair, Andrew (1970). Che Guevara. The Viking Press. 
  47. Kellner 1989, გვ. 33.
  48. 48.0 48.1 Rebel Wife, A Review of My Life With Che: The Making of a Revolutionary by Hilda Gadea by Tom Gjelten, The Washington Post, October 12, 2008.
  49. Taibo 1999, გვ. 55.
  50. Fidel and Che: A Revolutionary Friendship by Simon Reid-Henry audio slideshow by The Guardian, January 9, 2009
  51. Sandison 1996, გვ. 28.
  52. Kellner 1989, გვ. 37.
  53. Anderson 1997, გვ. 194.
  54. Anderson 1997, გვ. 213.
  55. Sandison 1996, გვ. 32.
  56. DePalma 2006, გვ. 110–111.
  57. Kellner 1989, გვ. 45.
  58. Anderson 1997, გვ. 269–270.
  59. Castañeda 1998, გვ. 105, 119.
  60. Anderson 1997, გვ. 237–238, 269–270, 277–278.
  61. 61.0 61.1 61.2 Luther 2001, გვ. 97–99.
  62. 62.0 62.1 Anderson 1997, 237.
  63. Sandison 1996, გვ. 35.
  64. Ignacio 2007, გვ. 177.
  65. Ignacio 2007, გვ. 193.
  66. Poster Boy of The Revolution by Saul Landau, The Washington Post, October 19, 1997, p. X01.
  67. Moore, Don. Revolution! Clandestine Radio and the Rise of Fidel Castro. Patepluma Radio.
  68. Bockman 1984.
  69. Kellner 1989, გვ. 40.
  70. 70.0 70.1 Kellner 1989, გვ. 47.
  71. Castro 1972, გვ. 439–442.
  72. Dorschner 1980, გვ. 41–47, 81–87.
  73. Sandison 1996, გვ. 39.
  74. Kellner 1989, გვ. 48.
  75. Kellner 1989, გვ. 13.
  76. Castañeda, გვ. 145–146.
  77. 77.0 77.1 Castañeda, გვ. 146.
  78. Anderson 1997, 397.
  79. Anderson 1997, გვ. 400–401.
  80. Anderson 1997, გვ. 424.
  81. Castañeda, გვ. 159.
  82. (Castañeda 1998, გვ. 264–265).
  83. Skidmore 2008, გვ. 273.
  84. Gómez Treto 1991, გვ. 115. "The Penal Law of the War of Independence (July 28, 1896) was reinforced by Rule 1 of the Penal Regulations of the Rebel Army, approved in the Sierra Maestra February 21, 1958, and published in the army's official bulletin (Ley penal de Cuba en armas, 1959)" (Gómez Treto 1991, გვ. 123).
  85. Gómez Treto 1991, გვ. 115–116.
  86. Anderson 1997, გვ. 372, 425.
  87. Anderson 1997, გვ. 376.
  88. Niess 2007, გვ. 60.
  89. Gómez Treto 1991, გვ. 116.
  90. Anderson 1997, გვ. 388.
  91. Rally For Castro: One Million Roar "Si" To Cuba Executions – Video Clip by Universal Newsreel, narrated by Ed Herlihy, from January 22, 1959
  92. Niess 2007, გვ. 61.
  93. Castañeda 1998, გვ. 105, 119.
  94. The Legacy of Che Guevara – a PBS online forum with author Jon Lee Anderson, November 20, 1997
  95. Different sources cite differing numbers of executions attributable to Guevara, with some of the discrepancy resulting from the question of which deaths to attribute directly to Guevara and which to the regime as a whole. Anderson (1997) gives the number specifically at La Cabaña prison as 55 (p. 387.), while also stating that "several hundred people were officially tried and executed across Cuba" as a whole (p. 387). (Castañeda 1998) notes that historians differ on the total number killed, with different studies placing it as anywhere from 200 to 700 nationwide (p. 143), although he notes that "after a certain date most of the executions occurred outside of Che's jurisdiction" (p. 143). These numbers are supported by Armando Lago and the opposition-based Free Society Project / Cuba Archive, which gives the figure as 216 executions ordered by Guevara across Cuba in three years (1957–1960) and 164 "victims" specifically at La Cabaña, which were according to Lago, "all carried out without affording the victims due process of law." Of further note, much of the discrepancy in the estimates as between 55 versus 164 executed at La Cabaña revolves around whether to include instances where Guevara had denied an appeal and signed off on a death warrant, but where the sentence was carried out after he relinquished his command of La Cabaña fortress on June 12, 1959.
  96. Castañeda 1998, გვ. 143–144.
  97. Castañeda 1998, გვ. 143-144.
  98. Anderson 1997, გვ. 375.
  99. Kellner 1989, გვ. 54.
  100. Kellner 1989, გვ. 57.
  101. 101.0 101.1 101.2 Kellner 1989, გვ. 58.
  102. Taibo 1999, გვ. 282-285.
  103. Anderson 1997, გვ. 423.
  104. 104.0 104.1 Anderson 1997, გვ. 431.
  105. Taibo 1999, გვ. 300.
  106. Che Guevara's Daughter Visits Bomb Memorial in Hiroshima by The Japan Times, May 16, 2008
  107. 107.0 107.1 Anderson 1997, გვ. 435.
  108. Casey 2009, გვ. 25.
  109. Casey 2009, გვ. 25–50.
  110. 110.0 110.1 Kellner 1989, გვ. 55.
  111. 111.0 111.1 111.2 111.3 Kellner 1989, გვ. 61.
  112. Latin lessons: What can we Learn from the World’s most Ambitious Literacy Campaign? by The Independent, November 7, 2010
  113. Latin America's New Look at Che by Daniel Schweimler, BBC News, October 9, 2007.
  114. 114.0 114.1 Anderson 1997, გვ. 449
  115. Man and Socialism in Cuba by Che Guevara
  116. Crompton 2009, გვ. 71.
  117. 117.0 117.1 Kellner 1989, გვ. 60.
  118. 118.0 118.1 118.2 118.3 "Socialism and Man in Cuba" A letter to Carlos Quijano, editor of Marcha, a weekly published in Montevideo, Uruguay; published as "From Algiers, for Marcha: The Cuban Revolution Today" by Che Guevara on March 12, 1965.
  119. 119.0 119.1 119.2 119.3 119.4 Kellner 1989, გვ. 62.
  120. Kellner 1989, გვ. 59.
  121. PBS: Che Guevara, Popular but Ineffective.
  122. Kellner 1989, გვ. 75.
  123. (1984–03–23) „Latin America Report“ (JPRS–LAM–84–037). წაკითხვის თარიღი: 2010-10-30. 
  124. Kellner 1989, გვ. 63.
  125. Kellner 1989, გვ. 74.
  126. The Spirit of Che Guevara by I.F. Stone, New Statesman, October 20, 1967.
  127. Anderson 1997, გვ. 507.
  128. Anderson 1997, გვ. 509.
  129. 129.0 129.1 "Economics Cannot be Separated from Politics" speech by Che Guevara to the ministerial meeting of the Inter-American Economic and Social Council (CIES), in Punta del Este, Uruguay on August 8, 1961.
  130. Anderson 1997, გვ. 492.
  131. Anderson 1997, გვ. 530.
  132. Anderson 1997, გვ. 545.
  133. Guevara 1997, გვ. 304
  134. Kellner 1989, გვ. 73.
  135. 135.0 135.1 135.2 135.3 135.4 "Colonialism is Doomed" speech to the 19th General Assembly of the United Nations in New York City by Cuban representative Che Guevara on December 11, 1964.
  136. 136.0 136.1 136.2 Bazooka Fired at U.N. as Cuban Speaks by Homer Bigart, The New York Times, December 12, 1964 – გვ. 1.
  137. Guillermo Novo Biography by Spartacus Educational Encyclopedia.
  138. Hart 2004, გვ. 271.
  139. Anderson 1997, გვ. 618.
  140. Che Guevara: Father Of Revolution, Son Of Galway. Fantompowa.net. წაკითხვის თარიღი: 2010-10-31.
  141. Gerry Adams Featured in New Che Guevara Documentary by Kenneth Haynes, Irish Central, September 8, 2009
  142. Guevara 1969, გვ. 350.
  143. Guevara 1969, გვ. 352–59.
  144. 144.0 144.1 Message to the Tricontinental A letter sent by Che Guevara from his jungle camp in Bolivia, to the Tricontinental Solidarity Organisation in Havana, Cuba, in the Spring of 1967.
  145. Che Guevara's Final Verdict on the Soviet Economy by John Riddell, Centre for Research on Globalization, June 13, 2008.
  146. 146.0 146.1 146.2 146.3 Ernesto 'Che' Guevara: A Rebel Against Soviet Political Economy by Helen Yaffe (author of Che Guevara: The Economics of Revolution), 2006
  147. Guevara 1965.
  148. Ben Bella 1997.
  149. Anderson 1997, გვ. 624.
  150. Anderson 1997, გვ. 629.
  151. Gálvez 1999, გვ. 62.
  152. Gott 2004 გვ. 219.
  153. Kellner 1989, გვ. 86.
  154. DR Congo's Rebel-Turned-Brain Surgeon by Mark Doyle, BBC World Affairs', December 13, 2005.
  155. BBC News January 17, 2001.
  156. "The intercept operators knew that Dar-es-Salaam was serving as a communications center for the fighters, receiving messages from Castro in Cuba and relaying them on to the guerrillas deep in the bush (Bamford 2002, p. 181).
  157. Ireland's Own 2000.
  158. Kellner 1989, გვ. 87.
  159. From Cuba to Congo, Dream to Disaster for Che Guevara by The Guardian, August 12, 2000
  160. Guevara 2000, გვ. 1.
  161. Castañeda 1998, გვ. 316.
  162. Che Guevara’s Central Bohemian Hideaway article and audio by Ian Willoughby, Český rozhlas, June 27, 2010
  163. Guevara 2009, გვ. 167.
  164. Mittleman 1981, გვ. 38.
  165. Jacobson, Sid and Ernie Colón. Che: A Graphic Biography. Hill and Wang, 2009. 96–97.
  166. Jacobson, Sid and Ernie Colón. Che: A Graphic Biography. Hill and Wang, 2009. 98.
  167. Selvage 1985.
  168. Anderson 1997, გვ. 693.
  169. Members of Che Guevara's Guerrilla Movement in Bolivia by the Latin American Studies Organization
  170. Kellner 1989, გვ. 97.
  171. U.S. Army 1967 and Ryan 1998, გვ. 82–102, inter alia. "U.S. military personnel in Bolivia never exceeded 53 advisers, including a sixteen-man Mobile Training Team (MTT) from the 8th Special Forces Group based at Fort Gulick, Panama Canal Zone" (Selvage 1985).
  172. "Bidding for Che", Time Magazine, Dec. 15, 1967.
  173. Guevara 1972.
  174. Castañeda 1998, გვ. 107–112; 131–132.
  175. Wright 2000, გვ. 86.
  176. 176.0 176.1 Guevara 2009, გვ. II.
  177. Shadow Warrior: The CIA Hero of 100 Unknown Battles, Felix Rodriguez and John Weisman, Simon & Schuster, October 1989.
  178. Barbie "Boasted of Hunting Down Che" by David Smith, The Observer, December 23, 2007.
  179. Green Beret Behind the Capture of Che Guevara by Richard Gott, The Age, September 8, 2010
  180. Anderson 1997, გვ. 733.
  181. 181.0 181.1 "The Man Who Buried Che" by Juan O. Tamayo, Miami Herald, September 19, 1997.
  182. 182.0 182.1 182.2 182.3 182.4 Ray, Michèle (March 1968). „In Cold Blood: The Execution of Che by the CIA“. Ramparts Magazine. 
  183. Grant 2007
  184. Grant 2007. René Barrientos has never revealed his motives for ordering the summary execution of Guevara rather then putting him on trial or expelling him from the country or turning him over to the U.S. authorities.
  185. Almudevar, Lola. "Bolivia marks capture, execution of 'Che' Guevara 40 years ago." San Francisco Chronicle. Tuesday October 9, 2007. Retrieved on November 7, 2009.
  186. Time magazine 1970.
  187. 187.0 187.1 Anderson 1997, გვ. 739.
  188. Obituary: Che Guevara, Marxist Architect of Revolution by Richard Bourne, The Guardian, October 11, 1967
  189. Almudevar 2007 and Gott 2005.
  190. Casey 2009, გვ. 179.
  191. Casey 2009, გვ. 183.
  192. The Death of Che Guevara by Bjorn Kumm, The New Republic, Originally published on November 11, 1967.
  193. Lacey 2007a.
  194. Watch blog image of Guevara's GMT Master.
  195. Felix Rodríguez entry from Spartacus Schoolnet Encyclopedia.
  196. Kornbluh 1997.
  197. Anderson 1997, გვ. 740.
  198. Anderson 1997, გვ. 741.
  199. Kellner 1989, გვ. 101.
  200. 200.0 200.1 200.2 Nadle, Marlene (August 24, 1968). „Régis Debray Speaks from Prison“. Ramparts Magazine. 
  201. Cuba salutes 'Che' Guevara: Revolutionary Icon Finally Laid to Rest CNN, October 17, 1997
  202. "Bidding for Che", Time Magazine, Dec. 15, 1967.
  203. Guevara 1967b.
  204. Ryan 1998, გვ. 45.
  205. Ryan 1998, გვ. 104.
  206. Ryan 1998, გვ. 148.
  207. Ramírez 1997.
  208. Bolivia unveils original Che Guevara diary by Eduardo Garcia, Reuters, July 7, 2008.
  209. Slain Che Guevara Soldiers Found? video report by National Geographic, August 21, 2009.
  210. McLaren 2000, გვ. 7.
  211. Che's Second Coming? by David Rieff, November 20, 2005, New York Times.
  212. Moynihan 2006.
  213. Sinclair 1968 / 2006, გვ. 80.
  214. Sinclair 1968 / 2006, გვ. 127.
  215. McLaren 2000, გვ. 3.
  216. Sinclair 1968 / 2006, გვ. 67.
  217. Ernesto Che Guevara R.I.P. by Murray Rothbard, Left and Right: A Journal of Libertarian Thought, Volume 3, Number 3 (Spring-Autumn 1967).
  218. Just a Pretty Face? by Sean O'Hagan, The Observer, July 11, 2004.
  219. Behind Che Guevara’s mask, the cold executioner Times Online, September 16, 2007.
  220. 220.0 220.1 220.2 Vargas Llosa 2005.
  221. 221.0 221.1 Kellner 1989, გვ. 106.
  222. Casey 2009, გვ. 325 & 235.
  223. BBC News May 26, 2001.
  224. see also Che Guevara (photo).
  225. Lacey 2007b.
  226. BBC News 2007.
  227. O'Hagan 2004.
  228. Zamba del Che
  229. El aparecido, de Victor Jara
  230. Si el poeta eres tú, Pablo Milanés, Trovadores
  231. 231.0 231.1 Canciones y poesías musicalizadas dedicadas o alegóricas a Ernesto Che Guevara, San Cristóbal
  232. Hombre (1968) de Silvio Rodríguez

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში