17 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
17 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 137-ე დღე (ნაკიან წლებში - 138-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 228 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1590 : ანა დანიელი შოტლანდიის დედოფლად აკურთხეს ჰოლირუდის სასახლის სააბატოს ეკლესიაში.
- 1792 : დაარსდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა.
- 1814 : ნორვეგიამ მიიღო კონსტიტუცია.
- 1877 : არტაანის აღება.
- 1900 : ბურების მეორე ომი : 217 დღის შემდეგ მაფეკინგის ალყა მოიხსნა, ბრიტანელების დამაჯერებელი გამარჯვება ბურთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
- 1943 : ოპერაცია ჩასტისი : სამეფო საჰაერო ძალების ესკადრილიამ მხტუნავი ბომბები დაუშვა გერმანიის კაშხლებზე.
- 1948 : სსრ კავშირმა პირველმა ცნო ისრაელის სახელმწიფო.
- 1954 : ისტორიულ საქმეში „ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ“ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო რასობრივი სეგრეგაცია საზოგადო სკოლებში.
- 1965 : პარიზში დაარსდა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც რადიო და ტელეკომუნიკაციების სტანდარტიზაციასა და რეგულირებას ეწევა.
- 1985 : სსრ კავშირში დაიწყო ანტიალკოჰოლური კამპანია.
- 1995 : ჟაკ შირაკი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი.
- 1997 : ლორან კაბილა გახდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი.
- 1999 : ე. შევარდნაძემ მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედალი.
- 2007 : პოლ ვოლფოვიცი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა არაეთიკურ ქმედებაში მხილების გამო.
- 2008:
- გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის განიხილვისას, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთის, სომხეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ბელორუსიის, ინდოეთის, სერბეთის, სუდანის, სირიის, მიანმას და ვენესუელას დელეგაციებმა.
- უკრაინაში წითელაზე ვაქცინაციის შედეგად 18 ბავშვი ჰოსპიტალიზებულია და ერთი დაღუპულია.
- 2009 :
- დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
-
- 1957 წლის ფერარის შავი 250 ტესტა როსა (სურათზე) აუქციონზე მარანელოში (იტალია), მსუბუქი ავტომანქანისთვის რეკორდულ ფასად ($12.402.500) გაიყიდა.
- 2011 : დედოფალი ელიზაბეთ II პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ირლანდიის რესპუბლიკას.
- 2013 : ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1008 : ანრი I — საფრანგეთის მეფე
- 1794 : ჯენერი, ედუარდ — ინგლისელი მეცნიერი
- 1870 : ჰაგვერდიევი, აბდურაჰიმ — აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერალი
- 1873 : ბარბიუსი, ანრი — ფრანგი მწერალი და დრამატურგი.
- 1886 : ალფონსო XIII — ესპანეთის მეფე
- 1894 : გამრეკელი, ირაკლი — ქართველი მხატვარი.
- 1904 : გაბენი, ჟან — ფრანგი მსახიობი.
- 1898 : მაუსი, კარლ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1510 : ბოტიჩელი, სანდრო — იტალიელი მხატვარი.
- 1510 : ეკატერინე I — რუსეთის იმპერატორი 1725-1727 წლებში.
- 2010 : მაჭავარიანი, მუხრან — ქართველი პოეტი, გარდაიცვალა სცენაზე გულის უკმარისობისობისაგან, 81 წლის ასაკში.
- 2012 : ამერიკელი მომღერალი — დონა სამერი, 63 წლის ასაკში.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- პელაგია ტარსელი
- წმინდა ერაზმი
- წმინდა ალვიანე და მოწაფენი მისნი
- სილვან ღაზელი და მისთანა 40 მოწამე
- ღირსი ნიკიფორე
- აგრეთვე:
- ტელეკომუნიკაციის მსოფლიო დღე
- ნორვეგია - ეროვნული დღესასწაული.
- ნაურუ - კონსტიტუციის დღე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |